“ცეცხლისფერი გოგოები” – ქრისტინე ჩხარტიშვილის ობიექტივში

397

ქრისტინე ჩხარტიშვილი, თავისი ლამაზი და ინსპირაციული ფოტოებით ჩვენი ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვდა. მისი ნამუშევრები ყოველთვის დახვეწილია და გარემოც სწორად აქვს შერჩეული, რაც ფოტოს მეტად ეფექტურს ხდის. იღებს იმას, რისი გადაღებაც ყველაზე მეტად მოსწონს: პეიზაჟებს და ლამაზ გოგოებს. 

გთავაზობთ ფოტოსერიას “ცეცხლისფერი გოგოები” და ინტერვიუს ქრისტინესთან:

ფოტოსერიის შესახებ:
„ყოველთვის მიყვარდა ფოტოგრაფია, მაგრამ ადამიანებს არასოდეს ვუღებდი. ვიღებდი მხოლოდ საგნებს. და ხედებს. ერთი წლის წინ ჩატარდა ფოტოკონკურსი, პრიზი არ იყო განსაკუთრებული, მაგრამ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და გავიმარჯვე კიდეც. სწორედ მაშინ დავიწყე გოგოების გადაღება. პროცესმა იმდენად მომხიბლა და ჩამითრია, რომ უკვე ძალიან ბევრი იდეა მომდის და ეტაპობრივად მინდა ყველა მათგანი განვახორციელო.

ერთ-ერთი იდეა იყო ჭორფლიანი, ჟღალთმიანი გოგოების სერია. ძალიან მიყვარს ჭორფლები. როცა მოდელს ვუღებდი, ვცდილობდი ყველა ჭორფლი სათითაოდ გამომეჩია და არცერთი გამომჩენოდა.“

ბიჭების გადაღება ხომ არ გაქვს გეგმაში?

„ფოტოებში მხოლოდ გოგონები მყავს, მაგრამ მალე ბიჭების გადაღებასაც დავიწყებ.“

არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ოცნებობ რომ გადაიღო ფოტოები?

„ჩემი საოცნებო ადგილი, სადაც ყვრლაფერს და ყველას გადავუღებდი არის ტაილანდი.“

რა არის შენთვის ფოტოგრაფია?

„ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაფერია. ნამდვილად ის არის, რასაც ვეძებდი.“

როგორც ვიცი ფოტოგკამერის გარდა მობილურითაც იღებ. საინტერესოა რომელი აპლიკაციით ამუშავებ ფოტოებს?
„მობაილ ფოტოგრაფიას რაც შეეხება, ძალიან მომწონს. არის საოცრად მოსახერხებელი, დიდი კამერების ტარება არ გიწევს, მაგრამ ერთადერთი მინუსი, რაც აქვს არის ხარისხი.
ტელეფონით გადაღებული ფოტოების რედაქტირებისთვის ვიყენებ vsco, eyeem-ს.

რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს?

„დამწყებ ფოტოგრაფებს ვურჩევდი გადაიღონ ძალიან ბევრი ფოტო, ისე  როგორც მათ ეს მოსწონთ. მთავარია თავადვე დარჩნენ კმაყოფილი თავიანთი შემოქმედებით და მოსწონდეთ, რასაც აკეთებენ.“

მომავალში რა მიმართულებაში ცდი ბედს?

„ჯერ არ მყავს ჩემი თავი ნაპოვნი. მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობას არ ვაპირებ. ყველა მიმართულებას ვცდი.“

 

 

ესაუბრა ნიკო შარაბიძე