ლევან ღვინჯილია ჟურნალისტებს აკრიტიკებს

305

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ჟურნალისტებს   მეტყველების სტილს  უწუნებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ
„თითქოს ადიდებულმა ვერემ წალეკაო გამართული სალიტერატურო მეტყველება.”
„~ სულის შემძვრელი უბედურება დაატყდა თავს ამ დღეებში თბილისს.
~ აი, სადამდე მიგვიყვანა დაუდევრობამ და სპეციალისტთა აზრის გაუთვალისწინებლობამ.
~ დარწმუნებული ვარ, თითოიეული ჩვენგანი (და მეც, ცხადია!) მწარედ განიცდის მომხდარს და გულწრფელად იზიარებს დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას.
~ ამ დრეებში ტელეკრანმა კიდევ ერთი ღვარცოფი წარმომისახა თვალწინ, თუ როგორ წაულეკავს უმეცრებასა და დაუდევრობას ჩვენი საამაყო ენა ქართული?!
~ თითქოს ადიდებულმა ვერემ წალეკაო გამართული სალიტერატურო მეტყველება.
~რას არ გაიგონებ მიკროფონმომარჯვებულ რეპორტიორთაგან:
“~ლაფიდან ამოიყვანეს მგელი და აფთარი, სამწუხაროდ ორივენი გარდაცვლილები იყვნენ” ~ გვაუწყებს მოვლენათა ეპიცენტრიდან ჟურნალისტი.
პატივცემულო კოლეგა!
~ ცხოველზე იტყვიან “მოკვდაო” და არა – “გარდაიცვალაო”.
~ გარდა ამისა, თუკი “მკვდრები იპოვეს”, როგორღა “ამოიყვანეს”?
~თქვენ რა ენაზე მეტყველებთ გეთაყვა???
ან კიდევ:
~ გუშინ ერთმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და საყოველთაოდ ცნობილმა პროფესორმა სულ “ზოპარკი” და “ზოპარკი” იძახა.
~ ბატონო გ.ხ.!
~ “ზოოპარკი” რომ შემოკლებული ფორმაა “ზოოლოგიური პარკისა”, იმედია, ეს თქვენც იცით და “ზოოპარკიც” ისევე ორი “ო”-თი ითქმის და იწერება, როგორც “ზოოლოგია”. სხვა მაგალითებით არ გადაგღლით.
~ რა დროს ეგენიაო, იტყვის მავანი და, იქნებ, მართალიც იყოს, მაგრამ დამიჯერეთ: ერთხელაც იქნება და ღვარცოფად მოვარდნილი ეს უგულისყურობა და დაუდევრობა ჩვენს ენასაც ისევე წალეკავს, როგორც ვერემ წაგვლეკა ამ დღეებში.
~ მერწმუნეთ, არ ვაჭარბებ!
~ ერთი მილიონი არ გამოინახა სახელმწიფო ენის მოსავლელად და მოულოდნელად ისეთი უბედურება დაგვატეხა განგებამ, რომ ახლა ზარალს 50 მილიონიც ან გაწვდება, ან -ვერა!
~ ცოტა მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ ქვეყნის თავცკაცებო, რათა მომავალში ” არ მისცეთ წყევით თვის სახელი შთამომავლობას”… – წერს ლევან ღვინჯილია.

წყარო