კომპანია „სოლო ჯგუფის“ განცხადება

410

14 მარტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, კერძოდ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თამაზ თურმანიძის შესახებ, სიუჟეტში საუბარია იმაზე თითქოს ამ უკანასკნელს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული პარტნიორული წილის ფლობა სხვადასხვა კომპანიებში. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სულ მცირე უზუსტობა ან დეზინფორმაცია, რაც ადვილად შეიძლება გადამოწმდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (declaration.gov.ge) სადაც საჯარო მოხელის – თამაზ თურმანიძის დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 14 სექტემბერს, სადაც ვკითხულობთ მისი ყველა ბიზნეს ინტერესის შესახებ, შესაბამისად კომპანია „სოლო ჯგუფის“ ერთერთ დამფუძნებელს კანონი არ დაურღვევია (თუ პიროვნება არ მონაწილეობს კომპანიის მართვაში მას პარტნიორული წილის ფლობა კანონმდებლობით არ ეკრძალება(თამაზ თურმანიძე კომპანია „სოლო ჯგუფში“ ფლობს 30% – ს))

რაც შეეხება თავად კვლევას რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-მ და რომელ კვლევაზე დაყრდნობითაც მოხდა ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის მომზადება, ამ კვლევაში თანდართული დოკუმენტაცია ვთვლით, რომ ლახავს კომპანია „სოლო ჯგუფის” საქმიან რეპუტაციას,  კერძოდ კვლევაში თამაზ თურმანიძის ბიზნეს ინტერესებზე საუბრისას თანდართულია დოკუმენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ნოდარ დუმბაძის სახ. სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრსა და კომპანია „სოლო ჯგუფს“ შორის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ (https://drive.google.com/file/d/0B6LWLAa0ON_-alBGMUxrUlRYUkk/view?pli=10), თავისთავად არც ხელშეკრულებასა და არც შეთანხმებაში განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია, როგორც ხელშეკრულების დადება, ასევე მისი შეწყვეტა გარკვეული გარემოებების გამო ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია რისთვის დასჭირდა„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროება, ვინაიდან არც მითითებული ხელშეკრულების გამოფრმების და არც შეთანხმების მომენტში თამაზ თურმანიძე  არ მონაწილეობდა კომპანიის ოპერატიულ მართვაში და არ ჰქონდა პირდაპირი შეხება კომპანიის კონტრაგენტებთან და პროექტებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი ამ დროს  არ იყო საკრებულოს წევრი და საჯარო მოხელე, შესაბამისად არანაირი კავშირი მის საჯარო საქმიანობასა კონტრაქტს შორის არ არსებობს, შესაბამისად სწორედ ამის გამო მივიჩნევთ, რომ ზემოთაღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროვება მოხდა შეგნებულად, კომპანიის ან მისი ერთერთი დამფუძნებლის დისკრედიტაციის მიზნით

ჩვენის მხრივ ვაცხადებთ რომ კომპანია „სოლო ჯგუფი“ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, ღიად და საჯაროდ, შესაბამისად საზოგადოებისაგან დასამალი არაფერი გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი და ჩვენი კონტრაგენტების იურიდიულ და ფინანსური დოკუმენტების ამ ფორმით გასაჯაროება, როდესაც ამისი აუცილებლობა არ არსებობს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხრიდან სულ მცირე არაეთიკურია.

 

შპს „სოლო ჯგუფის“ ადმინისტრაცია