ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება

510

დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,

როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,

გარყვნილების და გაქრობის შიშში

გავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.”

 

– ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961 — გ. 24 თებერვალი, 2006) პოეტი, მუსიკოსი და მწერალი . ჩაკეტილკულტურულ სივრცეში საკუთარი შემოქმედებით გადაწყვიტა დაეწყო ქართული ცნობიერების შეცვლა,მას იზიდავდაპროვოკაციული არტი.80 იან წლებში მან კოტე ყუბანეიშვილთან და პაატა ქურდაძესთან ერთად შექმნა /რეაქტიულიკლუბი/

 

-რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.

რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.’

 

კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში ისინი ფიქრობდნენ,რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში ერი უნდაგანკურნებულიყო და სწორედ ერის ავადმყოფობის გამო დაარსეს მათ ეს კლუბი .ეს იყო ადამიანური სულის გამოვლინება,ისინი თვლიდნენ,რომ ყოველგვარი ამ იდელოგიების გარეშე უნდა შეძლებოდათ საერთო ენის გამონახვა. ირაკლი ამბობს – “ქართულ პოეზიას აკლია მძიმე როკი” მისი ლექსები საბჭოთა პერიოდში სრულიად ახალი და რევოლუციური იყო .

მან მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს,მისი პირველი ჯგუფი “არიში”, შემდეგ დადა დადიანთან ერთად განაგრძო ჯგუფ“ტაქსი”-ში , სადაც აგრეთვე იყვნენ ბიჭიკო ისიპოვი და კახა კაკაბაძე.(1988) .ასევე იყო ‘children’s medicine’ . მსმენელმადიდი ინტერესი გამოიჩინა, თუმცა მათი ‘განსხვავებულობის’ გამო უმეტესი ნაწილი არადადებითად იყო განწყობილი,მაგრამ ირაკლი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ამბობდა “ეს კლასიკაა,რომ ერთი იძახის ირაკლი ცუდია ბიჭია მეორეიძახის კარგი ბიჭია,აუდიტორიამ გადაწყვიტოს რა კარგია და რა ცუდია , მე ვაკეთებ იმას,რასაც მე ვაკეთებ”. ამის შემდეგმან გადაწყვიტა დაეწყო სოლო კარიერა ,რომელიც დაიწყო სიმღერით “war is over” და გამოუშვა გერმანიაში პირველისოლო-დისკი “Svan Songs” (1993), რომელიც ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად ითვლება . “მესიმართლეს ვლაპარაკობ და ხალხს სურს სირაქლემასავით ჩაყონ თავი, მშიშარა ტიპებს ეშინიათ ჩემი”. ირაკლიმ იმუშავაფილმ “ორფეოსის შვილის” მუსიკაზე (1994-95) რის შემდეგაც მან გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი “შენ აფრენ” (1997) 1999- ში სიმღერა საქართველო – “მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს”. ის ტექსტებს ძალიან დიდმნიშვნელობას ანიჭებდა და ამბობდა,რომ ხალხს მუსიკა კი არა სწორედ,რომ ტექსტები აღიზიანებთ “მე უბრალოდ ის ვარვინც ცოტა ადრე ლაპარაკობს”. 2000 წელს მან გამოუშვა მორიგი სტუდიური დისკი “ამო”(ამო-ვძვრეთ ძველი ქერქიდან) “ჩემთვის მთავარია ქართულ საზოგადოებას, მსმენელს სტიმული მივცე, რომ იგი ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან,რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან გ-ამო-სავალი არ არსებობს, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი.” ეს ალბომი, სწორედ ამო-სვლის და არა გ-ამო-სვლის მომენტია. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ“სექსი” და “ორგანი 78″.ამ ალბომის კონცეფციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ქეთათო პოპიაშვილმა ,რომელიცმისი მეორე მეუღლე იყო .

 

მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,

ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.

შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ .. ”

 

“ვგიჯდები – საკუთარ შვილებზე- 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; მიყვარს – მუსიკა; ვოცნებობ – მშვიდობაზე;ვფიქრობ – შვილებზე; მძულს – ტყუილი; ვნანობ – არაფერს; კმაყოფილი ვარ – მუსიკით.”

ირაკლი თვლიდა,რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში უნდა ყოფილიყო მეტი სოციალური მუხტი,რადგან ირგვლივ ბევრისიმწვავე იყო და ახალგაზრდებს მოუწოდებდა თავიანთი შემოქმედებით ეს გამოეხატათ და მათ სიჩუმეს ქართველებისკულტურულ ჩაკეტილობას აბრალებდა. 2004 წელს გამოჩნდა ალბომი “სავსე” ამ პერიოდში მან საკუთარ ფსევდონიმად ‘მეფე’ აირჩია და ეს ზუსტად ის პერიოდია,როდესაც დაიწყო მისი თაყვანისმცემელთა ახალი ტალღა .”მე არ ვატყუებ ჩემაუდიტორუას, მე მათ ვეუბნები სიმართლეს.”

 

მისი მოთხრობების პირველი კრებული იყო “ძველი სათამაშოები” ამ წიგნის მთავარი თემაა, ირაკლის მივიწყებულიმოგონებები და წარმოსახვები წარმოადგინოს ახლებურად .- “თვალი გაახილა თუ არა,მაღვიძარას შეაცქერდა და მზერამძინარე ქალის სხეულზე გადაიტანა,მერე ორიოდე წუთი ნესტისგან დალაქავებულ ჭერს მიშტერებული იწვა.”

 

გამომცემლობა “ინტელექტმა” ირაკლი ჩარკვიანის 1998 წელს “საქართველოს გზისთვის” მიცემული ინტერვიუები დასაავტორო სვეტები გამოსცა,წიგნის ყდაზე მუსიკოსის პასპორტის ასლია გამოყენებული .-”შეინარჩუნო წელი,მშვიდი სვლა,არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა … ‘

ბოლოს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუი წიგნი “მშვიდი ცურვა”-”ორი რომანი ერთში” ასე ახასიათებს ავტორითავის რომანს . ეს არის ირაკლის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, სადაც თქვენ ნახავთ დაღლილ ირაკლი ჩარკვიანს,ძალიან ბევრს გაიგებთ მასზე და გასცემთ პასუხებს,რომლებიც დაგიტოვათ მეფემ თავისი ცხოვრებით. ის არის გასაღებიბევრი ჩაკეტილი კარის,რომელიც ყველას გვხვდება მაშინ ,როდესაც გავდივართ ჩვენ გზას … მან წიგნის წერა 42 წლისასაკში დაიწყო , აქვე ამბობს,რომ 43 წლიდან მის ცხოვრებაში დაიწყება ახალი ეპოქა- “თბილ და აფხაზურ მოლივლივეტალღებს გასწვრივ ვიწექით მეოცნებენი, ოცი წლის მეგობარები და ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდით,რომ ერთ-ერთჩვენგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ ,მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს,მესამე კი ანუ მეორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და ალბათ მხოლოდიმიტომ,რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთვის”… 45 წლის ასაკში ის გარდაიცვალა და ამ დროს ,როგორცქართველებს გვჩვევია , ამის შემდეგ დაიწყო მისი გამეფების ეპოქა ,მისი სიტყვის მოსმენა, გაგება, გამოფხიზლება, ციხიდანგამოსვლა იმისთვის,რომ აღარ გავდნენ ადამიანები ერთმანეთს,ბრძოლა საკუთარ თავთან …. მოკლედ ის,რაც ირაკლისსურდა, ის რისთვისაც იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება და ის, რასაც შესწირა თავი …

 

ქაღალდის გემი -2007 წელს გამოვიდა ირაკლი ჩარკვიანის ხნოვნისადმი მიძღვნილი ალბომი ,რომელიც მას მეგობრებმამიუძღვნეს …

 

ეკა კორკელია

წყარო artside.ge