ფანArt-ის მეორე დღე

179

25 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალ ფანArt-ის ფარგლებში დამწყები მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებს უმასპინძლა. ფესტივალზე ბექა ჩხაიძის, საბა ხურციას, ივერი აბესაძის, მარიამ ძამუკაშვილისა და ზაურ გამყრელიძის ქანდაკებები იყო გამოფენილი, რაც შეეხება მხატვრობას, საკუთარი ტილოები თინათინ კუჭუხიძემ, თამარ მოსულიშვილმა, მარია ანტონიანიმ და ნინო მიქაბერიძემ გამოფინეს.

წელს ფესტივალის კონსულტანტი მხატვრობაში ოლეგ ტიმჩენკო გახლდათ, ხოლო ქანდაკების დარგში ირაკლი ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ ფანart 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით იმართება. უკანასკნელ დღეს გაირკვევა თითოულ დარგში გამარჯვებულთა ვინაობა. ხვალინდელი დღე კი კინოს, ანიმაციას და სოციალურ მედიას ეთმობა.

 

ქეთი კალანდაძე