ფანArt-ის მეხუთე დღე

137

ფესტივალ “ფანArt”-ის ფარგლებში 28 მარტი ლიტერატურის დღე გახლდათ. როგორც ყოველთვის, საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ამ სფეროში კი წინა წლების მსგავსად კონსულტანტი მწერალი დათო ტურაშვილი იყო. მასთან ერთად საღამოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცემტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა.

პროექტის ფარგლებში კონსულტანტს ხუთი საუკეთესო მოთხრობა მისი ავტორი უნდა შეერჩია, თუმცა მან არჩევანი 7 დამწებ მწერალზე გააკეთა. ესენი არიან: ნინო ჭინჭარაული, ქეთი მათითაშვილი, თემურ ზოიძე, გიორგი ახალკაციშვილი, ქეთა ბაღდაველი, მანანა ვეკუა და თამარ სხილაძე.

საღამოს დასაწყისში მწერალმა  ლიერატურაზე, მწერლობაზე და აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით: „პროზა გარკვეულ ასაკს და გამოცდილებას მოითხოვს. ნამუშევრების შერჩევისას მათი ნიჭი, სითამამე და პოტენცია გავითვალისწინე. ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებას ქმნიან, მუდმივად სჭირდებათ თანადგომა და ამისთვის მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს.”

შვიდი შერჩეული ავტორიდან ოთხი მსგავს აქტივობაში უკვე გამოცდილი იყო, ისინი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთ პროექტში “ჩემი თავგადასავალი“ ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

შემოქმედებამდე დამწყებმა მწერლებმა აუდიტორიას საკუთარი თავი წარუდგინეს. მოთხრობების წაკითხვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, ასევე დათო ტურაშვილიც უსვამდა კონკურსანტებს დამატებით კითხვებს.

შეგახსენებთ, რომ თითოეულ სფეროში გამარჯვებული 31 მარტს, ფესტივალის ბოლო დღეს, გამოვლინდება. მეშვიდე დღე კი, 29 მარტი, ფოლკლორს ეთმობა, რომლის კონსულტანტიც სვიმონ ჯანგულაშვილი გახლავთ.