ალტერნატიული მუსიკა  „ფანARTის“ სცენაზე

164

„ფანARTი“ დღეს ალტერნატიულ მუსიკას მასპინძლობდა. შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება ორმა მონაწილემ გააცნო: ანა ცუცუნაშვილმა და თათია  ყურაშვილმა. ალტერნატიული მუსიკის ჟანრში ფესტივალის კონსულტანტი ნიკა კოჩაროვი იყო. მას სულაც არ გაჰკვირვებია მონაწილეთა  რაოდენობა, პირიქით, აღნიშნა, რომ ხარისხიანი მუსიკა სწორედ მცირე მასშტაბით იქმნება. ნიკა მოხარული დარჩა, რომ ფესტივალის ორივე რჩეული გოგონა აღმოჩნდა. მათი მოსმენის შემდეგ კი თავად შეასრულა რამდენიმე კომპოზიცია.

,,ამ გოგონების შემდეგ არც კი ვიცი, რა უნდა დავუკრა“ – თქვა მან, თუმცა დარბაზის აყოლიება შესანიშნავად მოახერხა.

კითხვაზე, არის თუ არა დღესდღეობით საქართველოში ხარისხიანი მუსიკა, ნიკამ უპასუხა, რომ სწორედ დღეს შეძლო ასეთი მუსიკის შეფასება.

მომდევნო დღეებში ფესტივალი  „ფანARTი“ ლიტერატურას, ფოლკლორსა და ფოტოგრაფიას დაეთმობა.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11