თევზები – ასტროლოგიური დახასიათება და ცნობილი ადამიანები თევზების ნიშნით

855

თევზები – 21 თებერვალი – 20 მარტი

21 თებერვლიდან 1 მარტამდე დაბადებულები ჭირვეულები არიან, აუსრულებელი ოცნებებით, მათ უყვართ ქალები, მარტოობა და ცვლილებები.

2-დან 11 მარტამდე დაბადებულებს უყვართ დიდება და სახელი, მგრძნობიარე, პატივმოყვარე, პატიოსანი და ზეიმის მოყვარული ხალხია.

11-დან 20 მარტამდე დაბადებულები არიან- პრანჭია, პრეტენზიული, მგრძნობიარე, კონტაქტური, დაუზარელი, უყვართ კოლექტიური გართობები

ხასიათი:

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი მე და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.

ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე, ყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და ა.შ. თევზების ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.

თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.

თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.

შესაძლოა, ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი `რეალობა იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში.

პროფესიები:

სამუშაოსადმი დამოკიდებულება უფრო ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური.  მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან.

თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები.მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, მეწაღეობა, მეთევზეობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვები მარცხდებიან და თავად განიცდიან მარცხს იქ, სადაც სხვები იმარჯვებენ. ფულთან დამოკიდებულება იცვლება ცხოვრებაზე შეხედულებების მიხედვით.

სიყვარული:

ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს.

არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება. დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნება და კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია.

ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები. ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.

 

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ:

რიანა – 20 თებერვალი

კურტ კობეინი – 20 თებერვალი

ალან რიკმანი – 21 თებერვალი

არტურ შოპენჰაუერი – 22 თებერვალი

სტივ ჯობსი – 24 თებერვალი

ჯასტინ ბიბერი – 1 მარტი

კრის მარტინი – 2 მარტი

ჯესიკა ბილი – 3 მარტი

შერონ სტოუნი – 10 მარტი

ოლივია უაილდი – 10 მარტი

ალბერტ აინშტაინი – 14 მარტი

ალექსანდ მაქუინი – 17 მარტი

ადამ ლევინი – 18 მარტი

ბრუს უილისი – 19 მარტი

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

წყარო: geoastro.ge