თანამედროვე ჰიპერრეალისტური ქანდაკება

386

დიდი ხანია სამყარო მძიმე ბეტონის კედლებში, მრავალსართულიან შენობებში ჩაიკეტა, დიდი ხანია სამყარომ ცხოველები გალიებში ჩასვა და ხეების ჭრა დაიწყო. ეს დრამატული შესავალი იმ ჰიპერრეალისტური ხელოვნების მთავარი ქვეტექსტია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და აალაპარაკა. ავსტრიელი არტისტის, რონ მიუექის შემოქმედებას უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში გაეცნენ, მისი სკულპტურები რეალისტური ფიგურებია. ისინი ძირითადად ზომით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან, თუმცა ყველადეტალი ნაოჭი იქნება ეს თუ სისხლძარღვი, ისეთივე სიზუსტით არის შესრულებული, როგორც ეს თავისუფლად შეიძლება ჩვენს სხეულზე დავინახოთ.

11079737_10203738508770001_1139856339_n

 დამთვალიერებელი დიდხანს ვერ ჩერდება ხოლმე მის გამოფენებზე, იმდენად მართალია მათი ყოველი გამოხედვა, რომ შიშს იწვევს, ხშირად  გაღიზიანებასაც, თუმცა რიგები მაინც არასდროს წყდება, მსურველი უამრავია, მთავარი იდეის ამომხსნელი ძალიან ცოტაა. თავად ავტორი ნაკლებად საუბრობს თავისი შემოქმედების შინაარსზე. ხელოვნებთმცოდნეები კი მუდმივად განიხილავენ თანამედროვე ხელოვნებას და ხშირად დაობენ მისი რაობის შესახებ. ისმევა კითხვა საერთოს არის კი ეს ხელოვნება? თუ არის რა ნიშნის მატარებელია ის? თავდაპირველად მთავარია ცნების განმარტება, რას გულისხობს ზოგადად ხელოვნება. ეს სფერო ყოველთვის განცდების და შინაგანი ემოციების გამოხატვას გულისხმობდა, ის გულისხმობდა რეალური სამყაროს დანახვას კონკრეტული ადამიანების თვალით, შემდეგ კი მუდმივად იყო საუბარი ამ ადამიანების ფანტაზიაზე, მათ შინაგან განწყობაზე. მიუექთან კი არც ფანტაზიის უნარი ჩანს თითქოს და არც ინდივიდუალური გრძნობა, ის უბრალოდ ადამიანებს აქცევს ქანდაკებებად.

 

 ron-mueck-sculpture10 რამდენიმე დღის წინ ვიყავი სწორედ მოხსენების მოსასმენად, სადაც თანამედროვე ხელოვნებაზე ფილოსოფოსი საუბრობდა. მე, როგორც ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი, ხშირად ვესწრები ხოლმე მსგავს შეხვედრებს და აქვე გაგიზიარებთ ჩემს აზრს. მოხსენებაზე ერთ-ერთმა მსმენელმა ასურული პერიოდი გაიხსენა, ზოგადად ყველა სფეროს უყვარს შედარებების გაკეთება, ხელოვნებას მითუმეტეს. მათთვის გაუგებარი იყო რონ მიუექის შემოქმედების მთავარი კონცეფცია, როგორც უკვე ავღნიშნე მის ნაწარმოებებში არ ჩანს არც ემოცია, არც ფანტაზია, ისინი ადამიანების ჰიპერრეალისტური სკულპტურებია, რომელიც მაშინვე გააიგივეს გვამებთან და ხელოვნების დასასრულთან. ნებისმიერ ნაწარმოებზე საუბრისას, სასურველია გავიხსენოთ ეპოქა როცა ის შეიქმნა, თუ ჩვენ დავუბრუნდებით პირველყოფილ ცივილიზაციებს და გადავხედავთ თუნდაც ასურულ ხელოვნებას, პირველ რიგში მჭიდრო კავშირს დავინახავთ ბუნებასთან, ფლორა და ფაუნა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მუდმივად გამოსახავდნენ ისინი მცენარეებს თავის რელიეფებში, კედლის მხატვრობაში, კოლონების მოხატვისას, რაც თავისთავად ქმნიდა ჰარმონიას სამყაროსთან, შესაბამისად სულიერი სამყარო მამოძრავებელი ძალა, თავისუფლება კი  ის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, რაც არაჩვეულებრივად აღიქმებოდა იმ ფრთოსან ლომებსა და ფრთოსან ხარებში, რომლებიც მათი ფანტაზიის შედეგი იყო.

 

მას შემდეგ კი რაც ღმერთიც მოკვდა და ადამიანებმა მთავარი საყრდენი დაკარგეს, რწმენის ობიექტი გააქრეს და თავად გახდნენ საკუთარი თავის, საკუთარი ნების შემოქმედები, ისინი კიდევ უფრო მყარად დადგნენ მიწაზე. 

11095669_10203738509210012_1011892244_nმას შემდეგ რაც დაიცალა სხეულები და ადამიანების ცხოვრება დაემსგავსა დიდ ქაოსს, რაც მეგაპოლისებში, მძიმე ბეტონის კედლებში დაიწყეს ცხოვრება და უარი თქვეს სულიერ ჰარმონიაზე ისინი მარტივად დაემსგავსნენ მიუექის სკულპტურებს, სადაც მკვეთრად შეიძლება დავინახოთ ჩვენი ნაოჭები, ჩვენი არსებობის, პირობითი ცხოვრების დეტალები, ჩვენი სხეულები სულიერი სამყაროს გარეშე.

იქნებ ამ არტისტის შემოქმედება ადამიანების გამოფხიზლება უფროა ვიდრე ხელოვნების დასასრული ?

მარიამ ჯანელიძე