გაქცეული ფეხბურთის ნაკრები

131

2009 წელს კენიაში მიმდინარე საფეხბურთო ტურნირის დროს, სადაც ერიტრეას საფეხბურთო ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას, გუნდის 11-მა ფეხბურთელმა საწვრთნელი ბაზიდან გაქცევა მოახერხა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულან.

ორი წლის გასვლის შემდგომ (2011 წელს) ტანზანიაში მყოფი ერიტრეას ნაკრების 13-მა ფეხბურთელმა 11 წინამორბედს მიბაძა და ისინიც გაიქცნენ საწვრთნელი ბაზიდან. 2012 წელს კი საერთოდ მთელი ნაკრები გაიქცა გუნდის ექიმთან ერთად. 2013 წელს ქვეყანა ამავე მეთოდით დატოვა კიდევ 11-მა ფეხბურთელმა თავინათ მწვრთნელთან ერთად.

აღნიშნული ფაქტები დღესაც მრავლად ფიქსირდება.მიუხედავად ამისა, ერიტრეას სახელმწიფოს ფეხბურთის ფედერაცია ფარხმალს არ ყრის და კვლავაც აქტიურად განაგრძობს ძველი (გაქცეული) კადრების ახლით ჩანაცვლებას.

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ერიტრეა მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანაა და საკუთარი მომავლის გადასარჩენად ფეხბურთელებმა “გონივრული გადაწყვეტილება” მიიღეს.

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ