ბედნიერი დღეები და რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

190

ნუმეროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება ადამიანი არსებობს კონკრეტული ბედნიერი და ქუდბედიანი რიცხვების სია. ასე მაგალითად:

ვერძისთვის ნებისმიერი თვის 7 და 17 რიცხვია წარმატებული. ხოლო თილისმის სახით მას შეუძლია რიცხვი 87-ის ენერგეტიკა გამოიყენოს.

კუროს ნებისმიერი თვის 5 და 25 რიცხვებში უმართლებს. მისი ნუმეროლოგიური თილისმა კი 75-ია.

ტყუპისთვის მომგებიანია ნებისმიერი თვის 3 და 13 რიცხვი. ნუმეროლოგიური თილისმაა 33.

კირჩხიბისთვის ქუდბედიანია თვის 2 და 12 რიცხვები. ნუმეროლოგიურ თილისმად შეუძლია რიცხვი 72 გამოიყენოს.

ლომს ხელი ემართება ნებისმიერი თვის 1 და 10 რიცხვში. ნუმეროლოგიური თილისმა მისთვის არის 81.

ქალწულის ქუდბედიანი დღეებია 3 და 23. ნუმეროლოგიური თილისმა კი მისთვის 93-ია.

სასწორისთვის წარმატების მომტანია ნებისმიერი თვის 5 და 25 რიცხვი. ნუმეროლოგიური თილისმაა 35.

მორიელს 7 და 27 რიცხვებში უმართლებს. ნუმეროლოგიურად მისი თილისმაა 87.

მშვილდოსნისთვის წარმატების მომტანია რიცხვები 4 და 14. ნუმეროლოგიური თილისმაა 24.

თხის რქას ხელი ემართება 8 და 18 რიცხვში. ნუმეროლოგიურად მისი თილისმაა 28.

მერწყულისთვის წარმატებულია 9 და 19 რიცხვი. ნუმეროლოგიური თილისმაა 49.

თევზები მათი იღბლიანი რიცხვია 2 და 21. ნუმეროლოგიური თილისმაა 39.

წყარო