ანა ივანოვიჩი – ერთ ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი ქალი მსოფლიოში

260

ანა ივანოვიჩი ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელია, როგორც კორტზე, ისე მის გარეთ, ის დაიბადა ბელგრადში 1987 წელს და კარიერა 5 წლის ასაკში დაიწყო, მისი კუმირის, სერბი ჩოგბურთელი ქალის მონიკა სელეშის ზეგავლენით.

„დიდი მუზარადის’ ტურნირებზე 2005 წლიდან გამოჩნდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე რაუნდში გავიდა, „როლან გაროსზე“ მეოთხედფინალი ითამაშა.

2007 წლიდან უკვე ტოპ ჩოგბურთელი გახდა მას შემდეგ რაც იმავე „როლან გაროსზე“ გზად სვეტლანა კუზნეცოვა და მარია შარაპოვა ჩამოიტოვა და ფინალში გავიდა (ფინალი ჟუსტინ ენინთან წააგო)

2008 წელს კვლავ ფინალი და დამარცხებული ტოპ მოთამაშეები ავსტრალიის ღია პირველობაზე და პირველი მოგებული „დიდი მუზარადის“ ტურნირი საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯერ ნახევარფინალში დამარცხებული ვინუს უილიამსი და ფინალში ფორმის პიკზე მყოფი დინარა საფინა.

ამის მერე დაიწყო ჩავარდნა და დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლობის სერია, საუკეთესო შედეგი მას შემდეგ ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალია

მიუხედავად იმისა რომ ანა კორტზე აღარ გამოირჩეოდა, დიდი პოპულარობა მოიხვეჭა კორტს გარეთ, მისი ტოპ მოდელის სახით და აღნაგობით რეგულარულად ინტერესდებიან სპორტული და გლამურული ჟურნალები და „სერბეთის სიამაყეც“ რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, თუმცა რა თქმა უნდა არც ძირითადი კარიერა ავიწყდება და საუკეთესო ფორმის დაბრუნებასაც ცდილობს, რისი მაგალითიც 2014 წლის სინგაპურის მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში გასვლაა.