ათი საინტერესო ფაქტი IBM-ის შესახებ

443

კომპანიამ, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა კომპიუტერული სამყაროს ბედი, მალე დაფუძნებიდან 102 წლის იუბილეს იზეიმებს:

IBM-ის (International Business Machines) ოფიციალური კორპორატიული დევიზია – Think! (იფიქრე!).

მსოფლიოში პირველი სატელევიზიო სარეკლამო რგოლი – კომპანიის მბრუნავი ლოგოტიპი, რომელიც მთლიანად კომპიუტერზე შესრულდა,IBM-ის შეკვეთით შეიქმნა.

IBM-ში შექმნეს პირველი მყარი დისკი და იქვე მოუფიქრეს სახელი – ვინჩესტერი. პირველი მყარი დისკი შედიოდა კომპიუტერის IBM RAMAC-ის მექანიზმში და თითქმის მაცივრის ზომის იყო. როდესაც ერთ-ერთ დამპროექტებელს კითხეს, რამდენად სანდოა ეს მოწყობილობა, მან უპასუხა: ისეთივე სანდო, როგორც ვინჩესტერი და ეჭვადაც არ გაუვლია, რომ მოწყობილობას ის-ის იყო, სახელი გამოუგონა.

IBM-ში შეიქმნა მსოფლიოში პირველი დისკეტა მეინფრეიმი.

კომპიუტერი, რომელმაც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მოუგო, IBM-მა შექმნა.

კომპანია Microsoft პირველად IBM-თან კონტრაქტის წყალობით გამდიდრდა, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი ვალდებული იყო Microsoft-ისთვის ყოველი გაყიდული კომპიუტერიდან პროცენტი გადაეხადა. რადგანაც 1981 წლიდან 1986 წლამდე  IBM მსოფლიოში ყველაზე მეტ პერსონალურ კომპიუტერს ყიდდა, შესაბამისად Microsoft-ის შემოსავალიც შესამჩნევად გაიზარდა. დღემდე არაა დაზუსტებული, რატომ მოაწერა გიგანტმა IBM-მა ფაქტობრივად უცნობ კომპანიასთან კონტრაქტს ხელი ასეთი წამგებიანი პირობებით. თუმცა იმ დროისთვის IBM-ის დირექტორთა საბჭოში ბილ გეითსის დედა შედიოდა და ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები სწორედ მის გავლენას მიაწერენ.

2002 წელს კომპანიამ კომპიუტერების წარმოებისა და გაყიდვის გარდა, კომპანიამ ქონსალთინგის მომსახურება დაიწყო, რასაც ამ დროისთვის კომპანიის მთელი მოგების ნახევარი მოაქვს.

IBM ყოველწლიურად აქვეყნებს ხუთი წამყვანი ტექნოლოგიის სიას, რომლებიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებს დაიკავებენ. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, პროგნოზების დიდი ნაწილი მართლდება.

კომპანიამ IBM 1996 წლის შემდეგ პირველად 2011 წელს გადაუსწრო Microsoft-ს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგში.

BrandZ Global TOP 100-ის რეიტინგის მიხედვით IBM-მა შარშანდელი წელი 115,985 მილიარდით დახურა და Apple-ს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ამ რეიტინგში მან ამჯერად Google-ს გაუცვალა ადგილი.

წყარო