Anonymous Blog: ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ მისი სურნელი ვიგრძნო და დედის სითბო ვაჩუქო

80
Woman on the beach watching the horizon

20 წელზე მეტია ჩემი სამშობლო თვალით არ მინახავს.1993 წლის 8 თებერვალს საქართველოს მიწას ბოლოჯერ დავაბიჯე ფეხი,ბოლოჯერ ჩავეხუტე ჩემს 3თვის შვილს,დედას,მამას,ნათესავებს…

ბევრი ვიფიქრე სანამ ქვეყნიდან წასვლას გადავწყვეტდი…შიმშილი,უფულობა,მარტოხელა დედობა,3თვის ბავშვი,რომლისთვისაც ელემენტარულსაც ვერ აკეთებ… სიტუაციამ მაიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება.

ჩემი შვილი 21 წელია არ მინახავს. პირველი ქვეყანა,სადაც წავედი საბერძნეთი იყო,მას მოჰყვა ისრაელი,სადაც ბოლო 15წელია ვცხოვრობ.პირველ წელს ყველაფერი კარგად დაიწყო,მქონდა სამსახური,ვეხმარებოდი ოჯახს,ჩემს შვილს მატერიალურად გვერდში ვედექი,მართალია,მას დედა უნდა ახლოს ჰყოლოდა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

მომდევნო წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა,დამეღუპა დედ-მამა,ორივე ერთი და იმავე წელს,თავადაც ცუდი მდგომარეობა მქონდა.ვშოულობდი ფულს,ოღონდ არაპატიოსნური მეთოდით, სამწუხაროდ,ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა ბავშვი წამართვა . ალბათ,ამ წერილის შემდეგ ბევრი “შემსვავთ ვირზე” და იტყვით,რომ საშინელი ადამიანი ვარ.ვერ დავბრუნდი საქართველოში,შვილის გამოც ვერ დავბრუნდი. ღმერთმა იცის,რომ ჩემი შვილი ყველაზე მეტად მიყვარს.

ბევრი რამ გავაკეთე მასთან ყოფნისთვის,თუმცა , როგორც ჩანს , არ აღმოჩნდა საკმარისი. მემუქრებოდნენ,მაიძულებდნენ იქ დარჩენას, ამიტომ ვერ ჩავეხუტე შვილს და ამიტომ დავკარგე სამუდამოდ.

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა დამიხსნა ამ საშინელი სიტუაციიდან,რა დროსაც გავიგე,რომ ჩემი შვილი,ჩემმა ყოფილმა ქმარმა ქვეყნიდან წაიყვანა. ნათესავების დახმარებით დავადგინე, რომ ის რუსეთში იყო, ჩავაკითხე, მაგრამ ამაოდ. ახლოს გაკარების საშუალებაც კი არ მომცა… ამ შემთხვევაშიც ვერ აღმოვჩნდი ძლიერი… ისევ სუსტმა მხარემ გაიმარჯვა…

ის ახლა 21 წლის არის …მე ის მენატრება…ნეტავ წლების უკან დაბრუნება შეიძლებოდეს. ყველაფერს გავიღებდი, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყოთ…

ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ მისი სურნელი ვიგრძნო,ჩავიხუტო და დედის სითბო ვაჩუქო.

ამ წერილს შორეული ისრაელიდან გწერთ!!!

ქართველებო,არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ თქვენი ქვეყანა…თქვენს ქვეყანაში ნაშოვნი 1 თეთრი გერჩივნოთ სხვა ქვეყნის 100 დოლარს… ამ ნაბიჯისთვის პასუხი მწარედ ვაგე…

ჩემი ცხოვრების სამი ნათელი წერტილი დავკარგე. (დედა,მამა და შვილი) მე ვეღარ დავბრუნდები… დავბრუნდები, მხოლოდ ერთხელ…

დავბრუნდები იმიტომ,რომ ჩემს მიწას მიმაბარონ…

მხოლოდ იმიტომ,რომ რომელი ქვეყნის მიწაც ვიყავ,ისევ იმ ქვეყნის მიწა გავხდე…

Yellowblog.ge