რჩევები დამაჯერბელი ლაპარაკისთვის

148

არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ყველაზე ყურადღებით იმ მოსაუბრეს უსმენენ, ვინც ხმადაბლა, მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს?! „მყვირალებისა“ და მეტისმეტად ემოციური ორატორებისაგან კი ადამიანები მალე იღლებიან.

საერთოდ, მშვიდი ადამიანები მეტ სიმპათიას იწვევენ გარშემომყოფებში. სიმშვიდე გადამდებია. თუ გინდათ მეტად დამაჯერებელი იყოთ და გარშემომყოფებზე გქონდეთ ზეგავლენა – ილაპარაკეთ გარკვევით, დალაგებულად და არ აყვეთ ემოციებს. ასე უფრო დაიმკვიდრებთ თავს საზოგადოებაში და მეტ პატიცისცემასაც. აბა, დაფიქრდით, მშვიდად ნათქვამი უფრო გამახსოვრდებათ, თუ ნერვულ-ემოციური?! ხმაურიანი და ემოციური ადამიანები ურთიერთობაში მოსაწყენები არიან და ბევრს დისკომფორტსაც კი უჩენენ.

საქმე იმაშია, რომ ხმამაღალი, სწრაფი და ენერგიული მეტყველება თავის თავში ნერვულ მუხტს ატარებს, რომელიც მოსაუბრის აბსოლუტური კეთილგანწყობის მიუხედავად მსმენელზე მაინც ნეგატიურად მოქმედებს. ასეთი საუბრის მანერამ შესაძლოა საპასუხო აგრესიული რეაქციის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ადამიანის ხმას მინიჭებული აქვს ძალა და იგი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს თავის გარშემო. აგზავნის ემოციურ სიგნალებს და თუ ხმამაღლა ისაუბრებთ, ეს იქნება გაღიზიანებისა და უკმაყოფილების სიგნალები, რომლებიც თანდათანობით დაარღვევენ გამეფებულ სიმშვიდის ატმოსფეროს.

მშვიდი საუბარი დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვებზეც. რაც უფრო მშვიდად და ჩუმად ელაპარაკებით მათ, მით უფრო მშვიდები და დამჯერები ხდებიან. ბავშვების აღზრდისას მშობლების სიმშვიდეს და მათ მშვიდ საუბარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბავშვთან ყვირილს აზრი საერთოდ არ აქვს. ყვირილი და მშობლის გაღიზიანება, რომელიც ხმის მაღალ ტემბრში გამოიხატება, უარყოფიდად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და მასში ყრუ წინააღმდეგობას იწვევს. რაც მთავარია, ხელს უშლის სინანულის გრძნობის წარმოქმნას ჩადენილი საქციელის გამო. უფრო მეტიც, თქვენი ყვირილი, შეურაცხყოფები კიდევ დიდხანს დარჩება ბავშვის მეხსიერებაში და იმოქმედებს მის ფსიქიკაზე.

წყნარი და მშვიდი ტონი ადამიანს ბუნებისაგან აქვს მინიჭებული, მაგრამ წყნარი ლაპარაკის განვითარება საკუთარ თავში ნებისმიერს შეუძლია, ამისათვის მხოლოდ თქვენი სურვილია საჭირო. დაიწყეთ იმით, რომ სცადეთ გახდეთ მშვიდი ადამიანი და შეფუთეთ თქვენი ემოციები. აუხსენით საკუთარ თავს, დაარწმუნეთ თავი, რომ სიმშვიდე – ეს არის უმნიშვნელოვანესი „შტრიხი“ თქვენს ცხოვრებაში, რომლის გამომუშავების შემთხვევაში, თქვენ ყოველდღიურად დაინახავთ წარმატებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი თავის კონტროლით, შეძლებთ შეაჩეროთ თავი იმ მომენტში, როცა რაიმეს მკვეთრად გამოთქმა მოგინდებათ. თუ თქვენ ამ რჩევებს ნამდვილად გაითვალისწინებთ ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება დადებითად შეიცვლება!

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა