მე მივაღწიე წარმატებას, შენ?

132

სამწუხაროდ ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ვწუწუნებთ იმაზე, რაც გვინდა გვქონდეს და არ გვაქვს, სანაცვლოდ კი არაფერს ვაკეთებთ. იქნებ ჯობია, რომ ავდგეთ და ვცადოთ, ის რაც გვინდა. ცდით ხომ მაინც არაფერი იკარგება. აი, „უმოძრაობით“ კი ბევრი…

მოტივირებული ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი საქმე შედეგის მომტანი იყოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ისინი ძალებს არ ზოგავენ და მიჰყვებიან ცხოვრების ძალიან მარტივ პრინციპს: სასურველი შედეგის მისაღწევად შრომებენ ძალიან ბევრს.

მოტივირებული ადამიანები პოზიტიური ხედვით გამოირჩევიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ პოზიტიური დამოკიდებულება მომავლის მიმართ, არ ნიშნავს რეალობის არასწორად აღქმას. მოტივირებული ადამიანები, სწორად აფასებენ არსებულს და აყალიბებენ შესაბამის ხედვას, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წინაღობები, როგორც პირად ასევე კარიერულ ცხოვრებაში, მაგრამ მათთვის ეს გადაუჭრელ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ყოველთვის მზად არიან შეეჭიდონ სირთულეებს და მიიღონ გამოცდილება არსებული შესაძლებლობებიდან.

ახალი იდეის რეალიზაციის დაწყების ვადა 3 დღეა. თუ პირველი სამი დღის მანძილზე პირველ ნაბიჯებს არ გადადგამ, ამ იდეას ვერასდროს განახორციელებ. თითოეული იდეა – ეს არის შესაძლებლობა რაიმე უკეთესობისკენ შეცვალო. მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყენებენ ამ შესაძლებლობას. სწრაფებს ხშირად მოსდით შეცდომები, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას.

წარმატების მთავარი წესიააკეთო საყვარელი საქმე. ეს ჭეშმარიტება ყველამ იცის, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყენებენ. იცხოვრეთ საყვარელი საქმით, ჩადეთ მასში ძალა და სული. მხოლოდ მაშინ მოგიტანთ მუშაობის პროცესი ჭეშმარიტ შედეგს.

სტატიას კი ჰენრი ფორდის რჩევით დავასრულებ:წარუმატებლობაეს უბრალოდ ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალებაა, მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანურად“.

 
მოამზადა:
თამო ლომაშვილმა