რატომ აქვს თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მასწავლებელზე მაღალი ხელფასი…

134

ტატოს მწარე ბლოგი…

საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 400 ლარია, მასწავლებლის რომლის სამუშაოც ერთერთი (თუ არა ყველაზე) საპასუხისმგებლოა და დასაფასებელი, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და ნორმალურ ქვეყანაში სხვანაირად უნდა ხდებოდეს, თუმცა ამაზე სხვა დროს..

ერთ დღეს მეგობრისგან გავიგე და მერე სხვებმაც დამიდასტურეს, რომ ქალაქის დასუფთავების თანამშრომლების (აი იმათი მანქანებზე რომ შემოსკუპებულან) ანაზრაურება 700 ლარიდან იწყება და არ ვიცი რა კრიტერიუმით მარა 1 000 ლარამდეც ადის, თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე დავაკვირდი სიტუაციას და ახლა პირიქით ვფიქრობ რომ უფრო მეტიც უნდა იყოს, რატომ ?…

–         სკვერში წყვილი ზის, აშკარად ეტყობათ გულგრილები არ არიან ერთმანეთის მიმართ, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებიან, იღიმიან და ერთმანეთს ესაუბრბიან, ამ დროს მათ წინ ნაყინის გამყიდველმა ჩამოიარა, ბიჭმა ნაყინი იყიდა, ერთი გოგონას გაუწოდ, მეორე კი თავად დაიტოვა, გახსნეს ნაყინები და პოლიეთილენის პარკები იქვე დაყარეს…

–         ქუჩაში ორი გოგონა მოდის, საკმაოდ მაღალ ფეხებზე და მაღალ ქუსლებზე, თავლი ავაყოლე და ტანსა და სახეზეც ვერაფერს დაუწუნებდა კაცი, მესიამოვნა ლამაზები იყვნენ, ჯიხურთან შეჩერდნენ, რაღაც იყიდეს, მგონი სიგარეტი და კოლა, მაგრამ ვეღარ დავინახე რა იმიტომ რომ როცა გამყიდველს შენაძენი გამოართვეს და პარკიდან ამოიღეს იქვე მოისროლეს და ქარმა ეს პარკი ააფრიალა…

–         არა ტოო, მაგარი ქალაქია თბილისი, კაი ხალხი ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს და სულ სხვა სიტუაციაა, გამოხვალ კაცს დაელაპარაკები გაიგებს რაა, მაგრად მიყვარს მე ლიჩნად, უთხრა ახალგაზრდა ბიჭმა ძმაკაცს, წამოდგა და წავიდა, ნახევრადცარიელი ლუდის ბოთლი კი იქვე სადარბაზოს შესასვლელთან დატოვა…

–         აივნიდან ქალბატონი იყურება,, საკმაოდ პრესტიჟულ უბანში და საკმაოდ სანდომიანი ქაბატონი, მიიხედ მოიხედა ხომ არა ვინ მიყურებსო და მარტლა პირი დავაღე,  როდესაც ქვაბით რაღაცის ნახარში გადმოასხა… (ოღონდ მართლა დავაღე პირი გაკვირვებისგან)

აღარაფერს ვამბობ მანქანის ფანჯრებიდან გადმოყრილ ბოთლებსა და სიგარეტის კოლოფებზე, მიშარდულ სადარბაზოებზე და „ბირჟაზე“ დაყრილ მზესუმზირის ქერქის გორებზე…რ ატომ ხალხნო, რატომ? თქვენი არ არის ის ქუჩა და სადარბაზო? სკვერი და ტროტუარი? ხვალ ისევ მანდ არ უნდა გაიაროთ, თქვენი შვილები მანდ არ თამაშობენ?..

ხშირად გამიგია, ძირითადად ქალებისგან,  ნახე შპრიცი გდია, ფუ ეს მორფინისტები რეებს შვებიან, ბავშვები მაინც არ ყავთ, რამე რომ გადაედოთ არ ფიქრობენო?!…

არ ფიქრობენ ქალბატონო არა, ისინი იმ წუთას მხოლოდ „ლომკის“ მოხსნაზე ფიქრობენ და ვერ ხვდებიან რას შვებიან, …და არც აქვთ პრეტენზია, ისინი მხოლოდ იმ წუთზე ფიქრობენ, მაგრამ თქვენ რა გჭირთ?..

დიახ, დიახ, თქვენ ქალბატონო/ბატონო…

კულტურული, განათლებული, რაფინირებული რომ ბრძანდებით, ჭკვიანი სახით რომ განიხილავთ საჭირბოროტო საქმეებს, რომ გგონიათ რომ ბევრი იცით და აივნიდან საკვების ნახარშს რომ მასხამთ…

და შენ? შენ რა გჭირს, ძააან „ძერსკი“ გოგო/ტიპი რომ ხარ და ორი ნაბიჯის გადადგმა რომ გეზარება შენი ნაჭამი ნაყინის პარკის გადასგდებად…

ხოდა თუ არაფერი გჭირთ, იწუწუნეთ დაბალ ხელფასზე და გშურდეთ იმ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის რომელსაც ანაზრაურებაც ზოგ შემთხვევაში 1 000 ლარია…

 

არადა ამ ქვეყანაში მასწავლებლის ხელფასი სულ რაღაც 400 ლარია

 

გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

ტატო მახაშვილი