მარაზმში მცხოვრები საზოგადოება…

106

ტატოს მწარე ბლოგი…

რამოდენიმე დღე საინფორმაციოს ვერ მივადევნე თვალი, არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ერთი საზარელი ამბის შესახებ მესმის სულ, დავინტერესდი და რაღაცეებს გადავხედე, გადავხედე და ერთ რამეს მივხვდი, საშინელი დღეშია ადამიანის ფსიქიკა:

4 წლის აუტისტი ბავშვი ბაღის აღმზრდებლმა სცემა, მერე ამ ბავშვის ბაბუამ თუ მამამ ეს აღმზრდელი სცემა, ამას გამოეხმაურა განათლების სამინისტრო და რაღაც განცხადება გააკეთა…

ძალიან რთულად არის საქმე, როგორც ჩანს ამ ხორცის საუკუნემ საერთოდ გამოაცალა ადამიანებს სული, თანაგრძნობა, სიყვარული და ზოგადად ადამიანობა, და ეს არ ეხება მხოლოდ იმ მასწავლებელს და იმ მშობელს, უმეტესობა მასე ვართ, გვიყვარს მხოლოდ ჩვენი, ვუთანაგრძნობთ მხოლოდ ჩვენსას და თუ თემა სხვა შეეხება მაშინვე დაუნდობლებიც ვხდებით და ცხოველებიც, რატომ ადამიანებო რატომ?!…

რ მიყვარს ხოლმე რადიკალიზმი მაგრამ უნდა ვთქვა, ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ეს აჩვენებს რომ საზოგაროებაა ავად, ავადაა იმიტომ რომ, ასეთი რამე ხდება და მართლა ყველა ფეხზე არ დგას, ავადაა რადგან მშობლები მიდიან და შშმ ბავშვის შესასვლელს ჭედავენ სკოლაში, იმიტომ რომ ამ ბავშვის ყურება არ შეუძლიათ, ავადაა იმიტომ რომ 4 წლის ბავშვის ტრაგედიაზე (დაუთოვების ეპიზოდს ვგულისხმობ) ზოგი ქულებს იწერს და ზოგიც სპეკულირებს, ავადაა იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნიუსად აქციეს და არ ფიქრობენ რითი უშველონ თავს, რითი უშველონ საკუთარ შვილებს რომლებზეც ვითომ ზრუნავენ და სინამდვილეში ფსიქიკას უმახინჯებენ, შესაბამისად ცხოვრებას…

ცოტა გამოფხიზლდით ადამიანებო, ნუ გიყვართ მხოლოდ თქვენი და თქვენიანი, ის სხვაც ვიღაცისთვის შვილია, საყვარელია, მასაც სტკივა და მასაც ესმის, პირიქით ხშირად ისეთ ადამიანებს თქვენ რომ გასარიყი გგონიათ უფრო მეტად და უფრო ფაქიზად ესმით რაღაცეები, შეიყვარეთ სხვა და შესაბამისად არავის აგრესიისაგან აღარ დაგჭირდებათ თქვენის დაცვა, იმიტომ რომ როდესაც ნაკლები გაბოროტებული იქნება გარშემო, შესაბამისად საფრთხე ნაკლებია…

დაფიქრდით გაითავისუფლეთ გულები და ტვინები და მართლა უკეთესი მომავალი შეუქმენით თქვენს შვილებს, მეტი სიყვარული აჩვენეთ და შესაბამისად ბევრად უფრო კარგები გაიზრდებიან, მარაზმში ხართ და გამოდით, უთანაგრძნეთ და მოეფერეთ სხვის შვილებს, ეს ისევ თქვენსას წაადგება…

აი იმ „აღმზრდელს“ ვინც 4 წლის ბავშვი სცემა, და იმას  თუ ვინმე მის „გაპრავებას“ ცდილობს (თუ ცდილობს) რა უნდა ელაპარაკო, ის უკვე ვეღარაფერს გაიგებს, უბრალოდ უნდა დაუფიქსირო და უთხრა რომ ღორია, ღორია და აწი ვერაფერს შეცვლის…

მაპატიეთთ გაცხარება, მაგრამ როცა საქმე ბავშვებს ეხება ვერ ვითმენ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ადამიანებო…

ტატო მახაშვილი