Royal Child – წლის აღმოჩენები

115

აღმოვაჩინე, რომ ხშირად ადამიანები იმას გებულობენ, რასაც ვამბობ; და არა იმას – თუ რას ვგულისხმობ.

● აღმოვაჩინე, რომ წიგნებს მხოლოდ მშიშარა ადამიანები კითხულობენ, გამბედავნი – უბრალოდ ათვალიერებენ მათ.

● აღმოვაჩინე, რომ კაპიტალის დაგროვება მხოლოდ მოსაწყენ ადამიანებს შეუძლიათ. საინტერესონი – ჩემთან ერთად ფლანგავენ მას.

● აღმოვაჩინე, რომ მამაკაცისთვის ქალი იგივეა, რაც ჩვილისთვის ძუძუს წოვა და რძე; ჩვილმა მთავარია პირი აცმაცუნოს და სასურველი რძე მიიღოს. ამბობენ, რომ დედის რძე შეუცვლელია. დიახ, დედები ამბობენ ამას.

● აღმოვაჩინე, რომ თუკი ვინმეს ერთგული ვარ, ეს არის წმინდა საჩუქარი ჩემის მხრივ და არა – მოვალეობა; რადგან არავისი არაფერი მავალია, რომ გადავუხადო. და თუ ოდესმე ვწყვეტ ერთგულებას, უცოდველი სახით მოველი მადლობას – იმ ერთგულებისთვის, რომელსაც ვჩუქნიდი მას.

● აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მდაბიორები ეჯიბრებიან გამუდმებით ერთმანეთს; ელეგანტურნი – ალკოჰოლს იღებენ.

● აღმოვაჩინე, რომ წარჩინებული ადამიანების წინაშე მოკრძალებას მხოლოდ დიდი ადამიანები არ განიცდიან. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელებს – ‘თავხედებს’ უწოდებენ ხოლმე.

● აღმოვაჩინე, რომ ქართველში, წმინდა გიორგი ისევ ერევა იესო ქრისტეს.

● აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ნაძირალებს არ ვუყვარვარ.

2014-ში დაიღუპა 56 მილიონი ადამიანი; 136 მილიონი კი დაიბადა. -ამბობს სტატისტიკა.
ეს ნიშნავს რომ.. ეს ნიშნავს რომ.. -ეს არაფერს არ ნიშნავს; ადამიანები კვლავ სიცოცხლეს ჭამენ და სიკვდილს ჯვ**ენ. მაგრამ, იმდღეს ბიბლიაში ამოვიკითხე, ‘ღმერთი სიყვარულია.’ და იქვე იყო ახსნილი სიყვარულის დამახასიათებელი თავისებურებები, ‘სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.

სიყვარული არასოდეს მთავრდება.’ I კორინთელთა 13, 4:8
ჰო, ბიბლიის მიხედვით, ღმერთს სწამს ადამიანის. ეს კი კეთილი უწყებაა, ვგონებ.