Facebook-ი სოციალურ ქსელებში ვირტუალური რეალობის შექმნაზე მუშაობს

160

კომპანია Facebook-ში შეიქმნა განყოფილება, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირტუალური რეალობის შექმნაზე იმუშავებს, – აღნიშნულის შესახებ კომპანიის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება ინფორმაცია.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცალკე ჯგუფი, რომელიც მომავლისათვის, სოციალური ქსელისა და ვირტუალური რეალობის ურთიერთქმედებაზე იმუშავებს. ეს ჯგუფი იმუშავებს საკითხზე, თუ როგორ შეძლებენ ადამიანები, დღვანდელი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით, ერთმანეთთან ურთიერთობასა და ინფორმაციის გაცვლას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მომავლისათვის, ვირტუალური რეალობა ურთიერთობის კიდევ უფრო ფართო ტიპს შემოგვთავაზებს, მაგალითად “მეგობრები და ახლობლები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვირტუალური რეალობის მეშვეობით, მათთან ერთად ყოფნა გახდება შესაძლებელი, თითქოს მართლა ერთად ხართ”, – აცხადებს კომპანია Facebook-ი.

წყარო