BBC: “საქართველოს დედაქალაქის ქუჩები პარიზივით გამოიყურება”

141

ეს BBC-ის სტატიაა საქართველოს შესახებ. ჟურნალისტი აღწერს ჩვენი ქვეყნისა თავისებურებებს, რაც შეიძლება ქართველებისთვის ყოველდღიურობაა, მაგრამ უცხოელებს აოცებს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო ორ ათწლეულზე მეტია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის ხშირად ხვდება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არასასიამოვნო მიზეზების, ომის, ოკუპაციის, კორუფციის, სტალინის გამო. თუმცა საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ეს.

1.ენის მომტეხი

ქართული საუბარი არ ჰგავს არცერთ ენას, რომელიც შეიძლება აქამდე გაგეგონათ. ის მიეკუთვნება უძველეს ლინგვისტურ ჯგუფს, და არ ჰგავს არცერთ ენას, რომელზეც ამ რეგიონში საუბრობენ. მას აქვს იშვიათი ჟღერადობა, რომელიც ბევრ ტურისტს არც გაუგონია საქართველოში სტუმრობამდე. ზოგიერთი ხმოვანი უცნაურად წარმოითქმის. საქართველოს 33 ასოიანი ანბანი აქვს, რომელიც არამეულ ენას ენათესავება, ენას, რომელზეც ქრისტე საუბრობდა.

ქართული დამწერლობა ძალიან ლამაზია და შეესაბამება ქვეყნის დრამატულ ხასიათს.

2. მას არ ჰქვია Georgia

ყოველ შემთხვევაში, ქართველები მას ასე არ ეძახიან. ისინი ამბობენ “საქართველო”. ერთი თეორია ამბობს, რომ Georgia წარმოიშვა ჯვაროსნების ლაშქრობისას წმინდა მიწისკენ. მაშინ ქართველი ხალხი ცნობილი იყო როგორც “გურჯები”, მათ სწამდათ წმინდა გიორგი, ასე რომ, ჯვაროსნებმა დააკავშირეს ქვეყნის სახელი ამ წმინდანთან.

3. სად არის ძია ჯო?

თუ წახვალთ ძველმანების ნებისმიერ ბაზრობაზე, ყველგან წააწყდებით ულვაშიან სახეს, რომელიც პირდაპირ შემოგყურებთ. მისი გარდაცვალებიდან ამდენი წლის შემდეგაც ეს ადგილები სავსეა იოსებ სტალინის პორტრეტებით. ის საბჭოთა იმპერიის მმართველი იყო, რომელიც საქართველოში დაიბადა.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სტალინის ბევრი ქანდაკება  დაანგრიეს. ძველი თაობის ზოგი ქართველი მას ძლიერ ლიდერად მიიჩნევს, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი. თუმცა უფრო ხშირად ის გამნიხილება როგორც უამრავი ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი ტირანი.

4. მაღალი მთები

რომელია ევროპის უმაღლესი მთიანეთი? ალპები? არასწორია. ეს კავკასიის მთებია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ქმნის საზღვარს. უმაღლესი მწვერვალია შხარა, რომელიც თავის სიმაღლით მონ ბლანსაც ჩრდილავს.

ეს დრამატული მთები, თავისი თავბრუდამხვევი გზებითა და მათ კალთებზე მიმალული სოფლებით, რომლებიც თოვლის გამო სამყაროს სწყდება, ლეგენდარულია. ბერძნულ მითოლოგიაში სწორედ აქ იყო მიჯაჭვული პრომეთე, რომლის გულ-ღვიძლსაც არწივები ჭამდნენ. დღეს ეს ადგილები ზამთრის სპორტის მოყვარულების მიზანი ხდება და იმ ადამიანებისაც, ვინც თავგადასავლებს ეძებს.

5.არქიტექტურული ოცნება

საქართველოში ბევრია კოსმიური არქიტექტურის შენობა. თუნდაც პარლამენტი, რომელიც მინის უზარმაზარ ბურთს წარმოადგენს და გიგანტური ბაყაყის თვალს ჰგავს. ასევე პოლიციის შენობები, რომლებიც მთლიანად მინისაა და ქართული პოლიციის გამჭვირვალობის სიმბოლოა.

6.სტუმართმოყვარეობა

საქართველოში სტუმარი ღმერთის საჩუქარია. უცხოელ სტუმრებს ავსებენ ღვინითა და საკვებით. ისინი ამბობენ სადღეგრძელოებს. შენ ვერ მოიბოდიშებ, რომ 6 საათიანი მთის დაკლაკნილი გზა გაქვს წინ და ამიტომ ვერ დალევ, რადგან ქართველები შემოგთავაზებენ თავისთან ღამის გათევას და მაინც ჩაგითრევენ ტრადიციულ ნადიმში.

7. რელიგია მნიშვნელოვანია

თუ ბევრ ევროპულ ქვეყანაში რელიგიური გავლენა ბოლო ათწლეულების მანძილზე შემცირდა, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია იფუჩქნება. მოქალაქეების 80%-ზე მეტი მართლმადიდებელია. ეკლესიას სათავეში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უდგას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა. ეკლესიამ შემოინახა უძველესი და უნიკალური საგალობლები.

8. საქართველო ევროპაა და არა ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს დედაქალაქის ქუჩები პარიზივით გამოიყურება. ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდები არ ჩამოუვარდებია ბერლინელებს. შეხედეთ რუკას, საქართველო ევროპაა და არა ამერიკის ერთ-ერთი შტატი.

 

წყარო