ზოგიერთი ეზოთერული სიმბოლო

318

სიმბოლოები- ყველაზე მისტიური და ამავდროულად საინტერესო ოკულტური ცოდნაა, რომელიც ძველი დროიდან მოგვსდევს და სამწუხაროდ უკვე დავიწყებას ეძლევა. ბევრი მათგანის წარმოშობა უცნობია, ბევრის მნიშვნელობაც ორაზროვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ახდენენ გარკვეულ ზეგავლენას ჩვენზე. ამ სტატიაში გვინდა გავშიფროთ ამა თუ იმ სიმბოლოს მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული გამოყენების წესები. მაშ ასე:

1397484243_1“ტრისკელი”
კელტური წარმოშობის სიმბოლოა საკმაოდ მარტივი დასახატად. ის ბუნებასთან წონასწორობაში ყოფნის სიმბოლოა. მისი სამი სფერო: ცეცხლი, ჰაერი და წყალი იმყოფებიან წონასწორობაში ერთმანეთთან. ამიტომ ასეთი სიმბოლოს მატარებელი (რომელიც შესაბამისად ამულეტი ხდება) მშვიდდება და მოდის ჰარმონიაში თავის თავთან და ბუნებასთან. ასევე ტრისკელი შესანიშნავი დამცავია უარყოფითი ენერგეტიკისგან. სჯობს ეს სიმბოლო ხეზე ამოვტვიფროთ და როგორც ყელსაბამი ატაროთ, ან დახატოთ ფურცელზე და გულის ჯიბეში ჩაიდოთ. ასევე შეგიძლიათ სახლისთვის ასეთი ფორმის აქსესუარი დაამზადოთ არ შეგეშინდეთ მისი გალამაზების, გაფერადების ან მორთვის.

1397484235_2“კელტური ლაბირინთი”
რთული სიმბოლო, რომელიც, როგორც მიხვდით, კელტური წარმოშობისაა. კელტები მას უძლიერეს შესაძლებლობებს მიაწერდნენ, კერძოდ: ბოროტი ძალებისგან დაცვას და ადამიანის მედიტაციურ ტრანსში შეყვანას. მიიჩნევა, რომ მისი შესაძლებლობები უფრო ეფექტური მაშინ ხდება, თუკი ის მთვარის ქვაზეა ამოტვიფრული. მედიტაციურ ტრანსში შესასვლელად კი საჭიროა ამოტვიფრულ სიმბოლოზე ხელის გადასმა.

1397484294_3“ორმაგი პენტაგრამა”
სურათზე ჩვენ ვხედავთ დიდ პენტაგრამას, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია მისი პატარა ზომის ანალოგი (დიდი პენტაგრამა – მაკროკოსმოსია, ანუ სამყარო, პატარა კი მიკროკოსმოსია, ანუ ადამიანი) ეს სიმბოლო ასახავს ადამიანის და სამყაროს ერთობას. ეს სიმბოლო დაკავშირებულია ბუნების 5 ელემენტთან: ნება-მიწა, გული-წყალი, ინტელექტი-ჰაერი, სამშვინველი-ცეცხლი, სული-ეთერი. ამგვარად ადამიანის ნება, გული, ინტელექტი, სამშვინველი და სული დაკავშირებულია კოსმიურ ელემენტებთან, რომლებიც მოდიან ჰარმონიაში ჩვენთან.
სასურველია ამ სიმბოლოს მეტალისგან დამზადება და ყელსაბამად ტარება

1397484373_4“ორუბორუსი (ორაბორუსი)”
ძველი, ჯერ კიდევ წარმართული რელიგიიდან მომდინარე სიმბოლოა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში გვხვდება. ყველაზე ხშირად ის შუმერულ მითოლოგიაში გვხვდება და უსასრულობის, დაცვის და მუდმივობის სიმბოლოა. შუმერულ მითოლოგიაში არსებობს ლეგანდა დიდ წყლის გველაშაპზე, რომელიც მთელ დედამიწას გარს ერტყმის და თავისივე კუდს ყლაპავს. ორუბორუსი შეგიძლიათ დახატოთ ფურცელზე, გაიკეთოთ მისი ფორმის ბეჭედი ან ყელსაბამი. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვის სიმბოლოა. მისი ტარება სამყაროსთან ჰარმონიაში მოგიყვანთ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, სასურველია ორუბორუსი პერიოდულად და დროგამოშვებით ატაროთD იმის გამო, რომ ორუბორუსი თავისი დადებითი უნარების გარდა, შეუძლია რუტინაში ჩაგითრიოთ.

 

წყარო: geoastro.ge