7 მიზეზი თუ რატომ იტყუებიან ადამიანები

222

ამერიკელმა  მეცნიერებმა  დაადგინეს, რომ ადამიანი დღეში 50 ათასამდე  სიტყვას წარმოთქვამს და აქედან 30% ტყუილია. მე მინდა წარმოგიდგინოთ  შვიდი საერთო  მიზეზი თუ რა აიძულებს  ადამიანს რომ ტყუილი თქვას.

 

1. რათა მიაღწიოს  თავის  მიზანს.

ბევრი  იტყუება  იმისათვის  რომ თავისა მიზანს მიაღწიოს, თქვენც გქონიათ ასეთი  შემთხვევა? ნუ  ღელავთ, თითქმის ყველა ადამიანი  ასე აკეთებს.

2. რათა ავიცილოთ დაცინვა.

მრავალი  ადამიანი  ტყუილს იმ მიზეზის  გამო  ამბობს, რომ არ  უნდა  სასაცილოდ ან დამცირებულად იგრძნოს  თავი , მაგრამ ჩემი აზრით, როცა  ვიტყუებით უფრო  მეტად  ვიმცირებთ თავს, იფიქრეთ ამაზე.

3. რათა გავექცეთ სასჯელს.

ბევრი იმიტომ იტყუება რომ სასჯელს გაექცენ.  მაგალითად: დედა  ეკითხება  შვილს  ვინ დახატა  კედლებზე ? ბავშვი  რათქმაუნდა იტყვის მე არ დამიხატია,  ნათელია ბავშვი ტყუილს ამბობს რათა არ დაისაჯოს.

4. რათა  ხალხს  მოვაწონოთ  თავი.

სინამდვილეში  ძალიან ბევრ  ადამიანს  უყვარს  თავის თავის  გაზვიდებულად  წარმოჩენა. გაიხსენედ  სკოლა  რამდენ ბიჭებს  უყვარდათ  თავის  წარმოჩენა  რათა  გოგოების  ყურადღება  მიებყროდ.

5.რათა  გავექცეთ პასუხისმგებლობას.

ბევრი  იტყუება  იმის  გამო  რათა  არ  აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ საქციელზე. თუ ისინი იტყვიან სიმართლეს  მაშინ ისინი  იძულებულნი იქნებიან რაღაც გაკეთონ ან გადაწყვიტონ. გაცილებით ადვილია ვინმე  სხვას  გადააბრალო.

მაგრამ გახსოვდეთ  ყოველ  ტყუილს  უარყოფითი  შედეგები  მოაქვს.

6. არ  უნდათ  ტკივილი მიაყენონ სხვებს.

ეს  მიზეზი  შეიძლება გაუგოთ ადამიანს, მაგრამ ჩემი  აზრით  სიმართლის თქმა მაინც  სჯობს, რადგან თქვენი  ტყუილი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და ამან შეიძლება მძიმე შედეგი მოიტანოს.

7. იმიტომ რომ ეშინიათ სიმართლის  თქმის.

ბევრი იტყუება მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ მათ  ეშინიათ  სიმართლის  თქმა, მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავი აიძულონ სიმართლე  რომ თქვან.

 

წყარო

მოამზადა: გვანცა სილიკაშვილმა