მსოფლიოს გასართობი პარკები

336

რუბრიკას წარმოგიდგენთ პორტალი imogzaure.ge

 

გასართობი პარკი – ეს არის ადგილი, რომელიც სხვადასხვა ატრაქციონებისა და გასართობი საშუალებების წყალობით უამრავ ადამიანს იზიდავს.  გასართობ პარკებზე გაცილებით ბევრი რესურსი და თანხა იხარჯება, ვიდრე ჩვეულებრივი პარკებისა თუ სხვა გასართობი ადგილებისთვის.  მსგავსი სახის ადგილებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გავეცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე რამდენიმე პარკს და ვნახოთ თუ რას გვთავაზობს თითოეული მათგანი.

ბაკენი, დანია

daniis

უძველესი გასართობი პარკი, რომელიც 1583 წელს გაიხსნა მდებარეობს ბაკენში, დანიის დედაქალაქის კოპენჰაგენის შორიახლოს.  პარკი სავსეა გასართობი ადგილებით და სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღავსებს.

პრატერი, ავსტრია

prateri

კიდევ ერთი „ასაკოვანი“ პარკი ავსტრიის დედაქალაქში მდებარეობს.  ვენის  „პრატერი“, რომელიც 1766 წელს გაიხსნა, დღემდე ფუნქციონირებს და მუდმივი განახლების პროცესშია.  პარკში უამრავი ატრაქციონია.  მათ შორის არის ვენის ცნობილი „ეშმაკის ბორბალი“.

Walt Disney -ის სამყარო, აშშ

Disneyland Resort Paris, Marne la Vallee, France

რაც შეეხება თანამედროვე პარკებს და მათ მიმზიდველობას, რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული პარკია  Walt Disney World, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს.  ისტორია ასეთია:  უოლტერ კნოტი და მისი ოჯახი სადგურთან ახლოს ხილს ყიდდნენ.  1934 წელს კნოტის მეუღლემ კორდელიამ შემწვარი წიწილებისგან მომზადებული სადილის გაყიდვა დაიწყო და რამდენიმე ხნის შემდეგ მათ რესტორანთან მომხმარებელთა რიგები არ წყდებოდა.  მომლოდინე ხალხის გასართობად უოლტერმა ფერმა დასასვენებელ ადგილად აქცია და იქ შესვლისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.  ეს ადგილი შემდეგ პირველ დასასვენებელ პარკად გადაიქცა.

Holiday World, აშშ

Holiday-World

ინდიანას შტატში არსებული პარკი Holiday World ამერიკელებისთვის პირველ თემატურ პარკთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოში გასართობი პარკების ფუძემდებლად მაინც უოლტერ დისნეია მიჩნეულია.

ტივოლის ბაღები, დანია

tivoli

კიდევ ერთი ცნობილი გასართობი პარკი „ტივოლის ბაღები“ კოპენჰაგენში მდებარეობს.  გაიხსნა 1843 წლის 15 აგვისტოს და მსოფლიოში მეორე უძველესი გასართობი პარკია, თუმცა ამავე დროს ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და თანამედროვე გასართობ პარკთანაც ასოცირდება.

გასართობ პარკებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტურიზმის სამყაროში. მართალია, ქვეყნის ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები და ცნობილი ადგილები მნახველთა ყურადღების ცენტრშია, მაგრამ გასართობი პარკები და დასასვენებელი ადგილებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ.

თამუნა შათირიშვილი

imogzaure.ge