15 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “The Martian“-ის შესახებ

184

 “The Martian“-ი წარდგენილია ოსკარის 7 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: Matt Damon
  • დამდგმელი მხატვარი
  • ხმის მონტაჟი
  • ხმის მიქსი
  • ვიზუალური ეფექტები
  • ადაპტირებული სცენარი

და სანამ ფილმ „მარსიანელის“ შესახებ დავწერედე უცნობ ფაქტებს, მანამდე მინდა პატარა შესავალი გავუკეთო სტატიას.

ბავშვობიდან არ მიყვარდა კოსმოსზე, კოსმონავტებზე და სხვადასხვა პლანეტებზე გადაღებული ფილმები. არც ვუყურებდი. უფრო რეალური ურთიერთობები და რეალური ისტორიები  მიყვარს, ვიდრე მომავლის „არსაიდან“ მოტანილი ფილმები.

„ოსკარზე“ წარდგენილ ფილმებს კი თითქმის ყველას, განურჩევლად ვუყურებ. მათ შორის მოხვდა „მარსიანელი“, ნომინაციით – საუკეთესო ფილმი და მეც დავაჭირე “PLAY“-ის.

„მარსიანელი“ ის ერთადერთი ფილმი აღმოჩნდა, რომელიც არის გადაღებული კოსმოსში და მე ის მომეწონა. ეს არ არის ფილმი მთავარი გმირის მარსზე მარტო დარჩენაზე. ეს ფილმი შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ ყველაზე ადამიანურ და ჰუმანურ ფილმად. თუ ადამიანები მოვინდომებთ, ჩვენ იმაზე მეტს შევძლებთ ერთმანეთს გავუკეთოთ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. თითქმის შეუძლებელსაც შევძლებთ. „მარსიანელი“ არის ფილმი იმის შესახებ, რომ თუნდაც მარსზე მარტო დარჩე, შენ მაინც არ უნდა დაკარგო რწმენა და ბოლომდე იბრძოლო გადარჩენისათვის!

ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით… შეიძლება ერთ დღეს, ნებისმიერი ჩვენგანი დადგეს ურთულესი პრობლემის წინაშე. არჩევანი კი მხოლოდ ორია. ჩავიქნიოთ ხელი და მივყვეთ დინებას, ან უბრალოდ ვიბრძოლოთ გადარჩენისათვის, წარმაწებისათვის. მარკ ვიტნი (მეტ დეიმონის გმირი) სწორედ ამას გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაშინაც კი, როცა გამოსავალს ვერ ვხედავთ!

მიუხედავად ჩემი დადებითი შეფასებისა, ვთვლი, რომ მეტ დეიმონს ამ როლის შესრულებისათვის ნამდვილად არ ეკუთვნის ოსკარი.

და ბოლოს, დავწერ იმას, რომ მე არ ვარ არც კინომცოდნე, არც კრიტიკოსი, უბრალოდ ეს ჩემი აზრია. ჩემი აზრი, რიდლი სკოტის ერთ-ერთ კარგ ფილმზე.

 

რა ხდებოდა ფილმ „მარსიანელის“ კადრს მიღმა…

  1. ფილმი გადაღებულია 72 დღეში.
  2. “The Martian”-ის ნოველის ავტორმა Andy Wier-მა პირველად თავისი მოთხრობა „მარსიანელი“ საკუთარ ბლოგზე დადო.
  3. მეტ დეიმონი არსრულებს მარკ ვეტნის როლს (Mark Watney). “Mark” არის ინგლისური ვერსია ლათინური სახელის – “Marcus”, რაც ნიშნავს “Of Mars” (მარსის).
  4. “SOL” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „მზეს“.
  5. პლანეტა მარსის ექსტერიერი გადაღებულია Wadi Rum, Jordan, საუდის არაბეთში, სადაც არის წითელი უდაბნო.
  6. რიდლი სკოტის თქმით მეტ დეიმონის სცენები, სადაც ის მარსზე მარტო რჩება, გადაიღეს 5 კვირაში. შემდეგ ის თავისუფალი იყო გადაღებებიდან. რის გამოც მეტ დეიმონი ვერ შეხვდა სხვა მსახიობებს, სანამ ფილმის პრომოუშენი არ დაიწყო.
  7. ფილმში არ არის ნაჩვენები, როგორ ახერხებს მარკ ვიტნი (მეტ დეიმონის გმირი) მარსზე ნავიგაციას GPS-ის და კომპასის გარეშე. მარსს არ აქვს მაგნიტური ველი, რაც კომპასს უსარგებლოს ხდის.
  8. „ნასა“ კონსულტაციას უწევდა გადამღებ ჯგუფს, რომ კარგად გარკვეულიყვნენ კოსმოსში მოგზაურობის ასპექტებზე. განსაკუთრებით კი მარსზე. და თუ არ გაინტერესებთ „ნასას“ აღმოჩენები მარსზე, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ მეცხრე პუნქტზე გადახვიდეთ.
  • „ნასას“ თქმით, მარსზე მზის ამოსვლა და ჩასვლა ლურჯად ჩანს, რადგან იქ არ არის ატმოსფერო.
  • მარსზე ერთი დღე არის 37 წუთითით მეტი, ვიდრე დედამიწაზე.
  • მარსის 1 წელი დედამიწის 2 წელიწადს უდრისს. ეს იმიტომ, რომ მარსი მზისგან უფრო შორს არის, ვიდრე დედამიწა. ამიტომ, წითელ პლანეტას უფრო მეტი დრო ჭირდება ერთი წრისთვის, ვიდრე ჩვენსას.
  • ზუსტად იმ დღეს როდესაც ინგლისში „მარსიანელი“ პირველად აჩვენეს, „ნასამ“ მარსზე წყალი აღმოაჩინა.
  1. სტუდიაში რეალურად გააკეთეს კარტოფილის ნამდვილი ფერმა, რათა ფილმი უფრო რეალისტური გამოსულიყო.
  2. დონალდ გლივერს (რიჩ პარნელის როლის შემსრულებელი) სძინავს და საწოლიდან გადმოვარდება, როცა ის იპოვნის გზას, თუ როგორ გადაარჩინოს მარკი. ინტერვიუში დონალდმა განაცხადა, რომ მას რეალურად მართლა ეძინა და როგორც კი გააღვიძეს თამაში გააგრძელა.
  3. როდესაც ფილმის კოსტუმების დიზაინერი აკეთებდა კოსმოსის კოსტუმებს, მან ნახა არაერთი „ნასას“ რეალური კოსტუმი.
  4. მარსის ერთ-ერთი პანორამული ხედი აჩვენებს ოლიმპუს მონს, მზის სისტემაში აღმოჩენილ ყველაზე დიდ ვულკანს. ის არის თითქმის 3-ჯერ დიდი ვიდრე ევერესტი.
  5. რიდლი სკოტის თქმით, ყველაზე რთული გადასაღები სცენა იყო, თუ როგორ აეხსნათ აუდიტორიისათვის თექვსმეტობითი სისტემა (Hexadecimal System), რასაც მეტ დეიმონის გმირი იყენებს როგორც კოდს, რომ ქონდეს კომუნიკაცია დედამიწასთან. რიდლი სკოტმა აღიარა, რომ ეს მისთვისაც კი რთული გასაგები იყო.
  6. რიდლი სკოტის თავდაპირველი არჩევანი მეთაური ლევისის როლისთვის იყო ქეით ბლანშეტი, თუმცა ქეითმა როლზე უარი თქვა.
  7. ოსკარის ნომინაციაზე: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, ნომინირებულ მსახიობებს შორის მხოლოდ მეტ დეიმონის მიერ შესრულებული გმირი არის არარეალური პერსონაჟი. სხვა დანარჩენი ნომინირებული მსახიობები თამაშობენ რეალურ გმირებს.

 

     მოამზადა:
    საკო კოჭლამაზაშვილმა