10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

493

თუ თქვენ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხართ და გიყვართ მისტიური ადგილები, მაშინ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ვინ იცის იქნებ ერთხელ ჩაალაგოთ ჩემოდანი და ესტუმროთ რომელიმე მათგანს. მანამდე კი თადარიგი დაიჭირეთ და გაეცანით ამ ადგილებს.

  1. პარიზის მაღაროები – თითქმის დაუსრულებელი გვირაბების სისტემა, რომელიც პარიზის ქვემოთ მდებარეობს, არ უნდა შეგვეშალოს პარიზის კატაკომბებში. მაღაროების კვლევა არალეგალურია და დიდ ჯარიმებსაც ითვალისწინებს. ეს მაღაროები გამოიყენებოდა სხვადასხვა მინერალების მისაღებად. ახლა კი მხოლოდ გვირაბებია დარჩენილი. მაღაროები ამჟამად დაუცველი, უკონტროლო და სახიფათოა. ლეგენდების მიხედვით, აქ უძველესი კულტები და არსებები ბადრაგირებენ ტერიტორიას. სულები და მოჩვენებები დაუსრულებელ ჩრდილებად გარდაიქმნებიან, და თუკი თქვენ სიღრმეში ჩახვალთ, თავად ჰადესის სამფლობელოში ამოყოფთ თავს. თუმცა, თავად რეალობა იმდენად საშიშია, რომ ლეგენდების უკანა პლანზე გადაწევა ძალუძს.

11

  1. აოკიგაჰარას დაბურული ტყე – რომელიც თვითმკვლელთა ტყის სახელით არის ცნობილი, იაპონიის ნაციონალურ პარკს ეკუთვნის. აქ კომპასები ჩერდება და უამრავი ადამიანი იკლავს თავს. „ნაგავს ნუ დაყრით!” ამ წარწერების ნაცვლად ტყეში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ნომრები და განცხადებებია გამოკრული, რომლებშიც ადამიანებს ახლობლებზე ფიქრისკენ მოუწოდებენ. ვიდეოკონტროლის მიუხედავად, ტურისტები ხშირად პოულობენ გაურკვეველი წარმოშობის გარდაცვილთა გვამებს და თვითმკვლელობის სხვადასხვა იარაღს.

31

  1. ოვერტოუნის ძველი ხიდი – შოტლანდიის სოფელ მილტონთან მდებარეობს, უცნაური მოვლენები აქ მე–20 საუკუნეში დაიწყო. ძაღლებმა 15-მეტრიანი ხიდიდან დაიწყეს გადახტომა, გადარჩენილები კი თავიდან იმეორებდნენ მცდელობებს. ხიდს “ოთხფეხთა მკვლელი” შეარქვეს. წლების მანძილზე აქ ათეულობით ძაღლი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხიდი იმქვეყნიური სამყაროს საზღვართან მდებარეობს, ძაღლები კი პარანორმალურ მოვლენებს გრძნობდნენ, კვალს მიჰყვებოდნენ და ხიდიდან გადახტომით სიკვდილი სასჯელი იყო მათი ცნობისმოყვარეობის გამო.

news_1333

  1. ინდური სოფელი ჯატინგა – ფრინველთა სასაფლაოს სახელით არის ცნობილი. ყოველ აგვისტოს ასეულობით ფრთოსანი მთელი ძალით ეხეთქება მიწას. ფრინველთა თვითმკვლელობა რამდენიმე დღეს გრძელდება. გლეხები ამ პერიოდს “ფრინველთა დაცემის ღამეებს” ეძახიან, სპეციალურად იკრიბებიან კოცონთან, რათა უცნაური მოვლენის ცქერით დატკბნენ. ინდოელების აზრით, ეს ღვთის საჩუქარია. ორინტოლოგები წლების მანძილზე სწავლობდნენ ჯატინგას ფენომენს. ერთ-ერთი ვერსიით, ფრინველებს ძლიერი გეოფიზიკური ანომალიის გამო მიმართულება ეცვლებათ, ცეცხლის შუქისკენ მიფრინავენ, სწორად ვერ საზღვრავენ დაშორებას და იღუპებიან.

51

  1. თოჯინების კუნძული მექსიკაში – მდებარეობს და იქ მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. მნახველის თვალწინ საშინელი ხედები იშლება: ყველა ხესა თუ სახლზე თვალებდათხრილი და ხელფეხმოტეხილი თოჯინაა მიმაგრებული. ეს ყველაფერი კი ჯულიან ბარერის სახელს უკავშირდება. ერთხელ კუნძულზე გოგონა დაიხრჩო, მან შემთხვევის ადგილას თოჯინა იპოვა და შეინახა, რადგან სჯეროდა, რომ ის გარდაცვლილის სულთან იყო დაკავშირებული. შემდეგ თოჯინებს სხვაგანაც პოულობდა და გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. კუნძულზე პატარა ქოხში დასახლდა და 50 წლის მანძილზე უამრავი დასახიჩრებული თოჯინა შეაგროვა. გარკვეული დროის შემდეგ კუნძული წყლით დაიფარა და როდესაც ისევ გამოჩნდა ზედაპირზე, მხოლოდ თოჯინები იყო დარჩენილი, ჯულიანს კი ვერსად მიაგნეს. დღესდღეობით კუნძული მექსიკის ღირსშესანიშნაობად ითვლება.

61

  1. მერი კინგის კვარტალი – ედინბურგში სიცოცხლით სავსე უბანი იყო. შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ კი ქალაქის ამ ნაწილში დაავადებულები გადმოჰყავდათ და მათი იზოლირების მიზნით კედელიც ამოაშენეს. დაავადებულები ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე უპატრონოდ იღუპებოდნენ, მათ შორის იყო პატარა გოგონა ენი, რომელიც მშობლებს ძალით დააშორეს. მას შემდეგ, რაც ამ ადგილას ახალი უბანი აშენდა, მერი კინგის კვარტალი მიწისქვეშ მოექცა. დღესდღეობით ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო “ატრაქციონს” წარმოადგენს. გიდის გარეშე მიწისქვეშა ლაბირინთში შესვლა აკრძალულია, რადგან ლეგენდის თანახმად, აქ გარდაცვლილთა სულები დაბორიალობენ და პატარა ენის აჩრდილსაც ხშირად შეხვდებით.

71

  1. ედინბურგის სასახლე – (შოტლანდია) ეს სასახლე მიიჩნევა, როგორც ყველაზე საშიშ ადგილად არა მარტო ედინბურგში არამედ მთელ ევროპაში. ამ სასახლეს გააჩნია სისხლიანი , რამაც იგი გახადა ყველაზე შემაშფოთებელ სასახლედ მსოფლიოში. მისი დილეგები მოსწრებულნი არიან ათასობით ადამიანის სიკვდილს. მის მიწისქვეშა აკლდამებში და ქუჩაში იყვნენ ჩაკეტილები შავი ჭირით დაავადებული ადამიანები, როდესაც მისი განადგურება საბოლოოდ სურდათ. იქ შეხვდებით მრავალ მოჩვენებას, მათ შორის არის: პატიმართა სულები, უთავო მედოლის მოჩვენება და ძაღლის სული. ასევე იქ ჩასულ ადამიანს აწუხებთ ზებუნებრივი შეგრძნებები, მაგალითად: შეგრძნება იმისა, რომ უთვალთვალებენ, ხელებით მიათრევენ და ტემპერატურა უვარდებათ.

81

  1. Waverly Hills-ის სანატორიუმი – თავდაპირველად 1883 წელს ოჯახმა შეიძინა, როგორც საცხოვრებელი სახლი, მაგრამ მოგვიანებით 1900 წლის დასაწყისში იგი გადაკეთდა სანატორიუმად, სადაც მკურნალობდნენ ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს. მაგრამ ყველა ვინც აქ სამკურნალოდ მოდიოდა, საბოლოოდ კარგავდა ცხოვრებას. ათასობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ამ სანატორიუმში, ასევე მრავალი ადამიანი კვდებოდა ყოველდღიურად. არაბუნებრივი სიკვდილის გამო, მრავალი ადამიანის სული იგრძნობა ამ ადგილას. სანატორიუმის მნახველებს ესმით ხმები და ხედავენ მოჩვენებებს. ყველაზე საშიში სანახაობა არის ბავშვის მოჩვენება, რომელსაც თვალები არ გააჩნია. ერთ-ერთ ოთახში თუ იატაკზე გააგორებ ბურთს, ბურთი უკან თავისით ბრუნდება. ეს ადგილი არის საკმაოდ საშიში და ბნელი.

91

  1. სასტუმრო Goldfield (ნევადა) ის ქალაქი, სადაც ეს სასტუმრო მდერეობს, აღიქმება ყველაზე საშიშ ადგილად დედამიწაზე. ეს კი გამოწვეულია საკმაოდ შემაშფოთებელი ისტორიით. როგორც ცნობილია, სასტუმროში დასახლებულია ქალის მოჩვენება, რომელსაც ჰქვია Elizabeth-ი. სასტუმროს მფლობელს George Wingfield-ის ჰქონდა რომანი Elizabeth-თან, რომელიც მისგან დარჩა ფეხმძიმედ. Wingfield-ის არ სურდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მას არ უნდოდა საკუთარი რეპუტაციის შელახვა, რადგან იგი იყო მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. იმის გამო რომ ეს ფაქტი ცუდად იმოქმედებდა მის რეპუტაციაზე მან ქალი მიატოვა. მან Elizabeth-ი 109-ე ოთახში მიაჯაჭვა რადიატორზე და იქ ბავშვის დაბადებამდე დატოვა. როდესაც ბავშვი დაიბადა, George-მა იგი სასტუმროს ქვეშ არსებულ შახტაში ისროლა. Elizabeth-ი ამ ინციდენტის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მისი სული არასდროს არ წასულა ამ ქვეყნიდან. როგორც ცნობილია, ამ ადგილას ხშირად ისმის ბავშვის ტირილი და ქალის ხმა. ზოგი ადამიანი კი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას ხშირად დგას George Wingfield-ის სიგარის სუნი

10

  1. მიტოვებული საავადმყოფო – ყველაზე დაწყევლილი და საშიში ადგილი რუსეთში 2014, 17 ოქტომბერი, 9:11 მოსკოვის გარეუბანში მდებარე ხოვრინის მიტოვებულმა საავადმყოფომ თავისი არსებობის არცთუ ისე დიდი ხნის მანძილზე უამრავი ალტერნატიული ზედმეტსახელი მიიღო: „ХЗБ“, ხოვრინის აუშენებელი, Umbrella, ნემესტორი და მრავალი სხვა. დღესდღეობით ამ ადგილს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ყველაზე უწმინდური და ბნელი ადგილი რუსეთში, რადგან მისი არსებობის მანძილზე Umbrella იყო უამრავი სექტის, კრიმინალების და ბოროტმოქმედების თავშესაფარი, ხოლო აქ გაუჩინარებული და გარდაცვლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.

21

 

მოამაზადა: თამო ლომაშვილმა