10 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “The Mad Max: Fury Road“-ის შესახებ

123

“The Mad Max: Fury Road“-ი წარდგენილია ოსკარის 10 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო რეჟისორი: George Miller
  • მაკიაჟი და ვარცხნილობა
  • კოსტუმების მხატვარი
  • დამდგმელი მხატვარი
  • ვიზუალური ეფექტები
  • კინომატოგრაფია
  • ხმის მონტაჟი
  • ხმის მიქსი
  • მონტაჟი

 

თავიდან, როცა გავიგე, რომ “The Mad Max: Fury Road“-ი წარდგენილი იყო ოსკარის 10 ნომინაციაზე და ამასთან საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ამერიკის კინოაკადემიის შეფასების კრიტერიუმებს მეტად სკეპტიკურად და უარყოფითად შევხედე. ვერაფრით მივხვდი, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ფილმი ოსკარზე წარედგინათ. ფილმი, სადაც 90%-ი სპეცეფექტებია, ფილმი, რომელიც სრულიად მოკლებულია „დიდ აზრს“, რეალობას და მასში „უკვდავდი ჯოც“ კი არსებობს.

რას ვიზავთ?! ეს კინოაკადემიის არჩევანი იყო, რომელსაც ჩემი არჩევანიც დავუმატე, რომ სტატია დამწერა და “PLAY”-ის დავაჭირე.

ჩემდა გასაკვირად “Mad Max”-მა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ფანტასტიკური ჟანრი, Tom Hardy-ის და Charlize Theron-ის გმირებმა (მაქს როკატანსკი და იმპერატორი ფურიოსა) მომხიბლმა. თუმცა მსახიობების თამაშთან ვერ მივა ის დიდი შრომა, რომელიც ვიზაჟისტმა გაწია ამ ურთულესი და თან ასეთი ბუნებრივი და რთული მაკიაჟის გასაკეთებლად. ამას დავუმატოთ ვიზუალური ეფექტები. რა არის კარგი ფილმი, სხვა თუ არა და ამ ყველაფრის თანხვედრა?!

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მაინც ვთვლი, რომ “The Mad Max: Fury Road“-ს საუკეთესო ფილმის და რეჟისორის ნომინაცია არ ეკუთვნის. ჩემი აზრით, ოსკარზე წარდგენილი ფილმი უფრო მეტი უნდა იყოს თავისი შინაარსით, ვიდრე “The Mad Max: Fury Road“-ია. თუმცა ამ ფილმა, რომ არ აიღოს 4 ოსკარი შემდეგ კატეგორიებში, დიდი უსამართლობა იქნება: მაკიაჟი და ვარცხნილობა, კოსტუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და ვიზუალური ეფექტები. ეს ის 4 ნომინაციაა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს “The Mad Max: Fury Road“-ის გუნდი.

ახლა კი ფილმის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავალ. რა ხდებოდა „The Mad Max: Fury Road”-ის კადრს მიღმა. სწორედ ამ ყველაფრის წაკითხვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ფილმს ნამდვილად ეკუთვნის ის 4 ოსკარი.

  1. ფილმის ეფექტების 80% არის რეალური შედეგი ეფექტების, ტრიუკების და მაკიაჟის.
  2. „ალისმსროლელი“ გიტარისტი არის ავსტრალიელი მსახიობი და მუსიკოსი – Sean Hape. ცნობილი, როგორც ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი გიტარა იწონიდა 60 კილოგრამს. ასევე აფრქვევსა ნამდვილი გაზის ალებს, რომელსაც აკონტროლებდა გიტარაზე მიმაგრებული ღილაკით.
  3. მასიური სცენების გადაღებისას გამოყენებულ იქნა მსახიობების ციფრული დუბლირება, რათა ფილმში ბევრი ადამიანი გამოჩენილიყო. რეალურად კი მხოლოდ რამდენიმე მსახიობი მუშაობდა გადაღების დროს.
  4. ფილმის „სახის“ შექმნისთვის, ფილმის წარმოებისას რეჟისორმა George Miller-მა 2 წესი დაიცვა. პირველ რიგში კინომატოგრაფია უნდა ყოფილიყო ისეთი ფერადი, როგორიც შეიძლებოდა, რომ განსხვავებული ყოფილიყო სხვა აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებზე. მეორე: არტის მიმართულებით ის უნდა ყოფილიყო ულამაზესი, რადგან ტომის აზრით, აპოკალიფსში მცხოვრები ადამიანები ეცდებოდნენ, რომ ეპოვნათ ყველაფერი ლამაზი, რაც კი იქნებოდა დარჩენილი.
  5. Marget Sixel-ი არის George Miller-ის მეუღლე. სწორედ მისი შემოქმედება “Mad Max”-ის მონტაჟი. მარგეტმა ჰკითხა ჯორჯს, თუ რატომ ფიქრობდა ის, რომ მარგეტს უნდა გაეკეთებინა ფილმის მონტაჟი, როდესაც მას არასოდეს ემუშავა ბოევიკურ ჟანრზე. ჯორჯმა უპასუხა, რომ თუ ამას კაცი გააკეთება, მაშინ “Mad Max”-იც იქნებოდა სხვა ბოევიკური ჟანრის ფილმების მსგავსი. შედეგად მარგეტს სულ 480 საათის კადრი ჰქონდა, რომლის ყურებას 3 თვე მოანდომა. ახლა კი ის ოსკარზეც არის ნომინირებული.
  6. რეჟისორმა George Miller-მა უარი თქვა გაეკეთებინა რემიქსი 1979 წელს გადაღებული “Mad Max”-ის. მას არ სურდა, რომ თავიდან მოეყოლა ის ისტორია, რაც მოხდა (მაქსის ოჯახის დაკარგვა). ჯორჯის ფილმში კი მაქსი არის ადამიანი, რომელსაც არაფერი აღარ აქვს დასაკარგი თავისი ოჯახის შემდეგ.
  7. ტომ ჰარდის გაუტყდა ცხვირი. გადაღებისას შარლიზ ტერონს ეცვა მწვანე „ხელთათმანი“, რომელიც შემთხვევით მოუხვდა ტომ ჰარდის ცხივრზე. ეს ატრიბუტი სჭირდებოდათ გრაფიკოსებს, იმისთვის რომ შარლიზ ტერონის გმირისთვის ამოეღოთ მკლავი.
  8. Furiosa-ს როლის შესრულებისათვის, შარლიზ ტერონმა თავი გადაიპარსა. ამის გამო მას პარიქით მოუწია წასვლა თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე: “A Million Ways to Die in the West”.
  9. Tom Hardy-ის თქმით ის შეხვდა Mel Gibson-ს, რათა განეხილა ის ფაქტი, რომ ითამაშებდა Max Rockatansky-ის როლს. მელ გიბსონს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ქონდა და ტომს წარმატება უსურვა.
  10. 2015 წლის 3 აპრილს, Tom Hardy-მა ხელი მოაწერა “Mad Max”-ის შემდეგ 2 ნაწილს.

 

 

   მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა