10 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “The Big Short“-ის შესახებ

141

 “The Big Short“-ი წარდგენილია ოსკარის 5 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი: Christian Bale
  • საუკეთესო რეჟისორი: Adam McKay
  • ადაპტირებული სცენარი
  • მონტაჟი

 

“The Big Short”, ფილმი, რომელშიც თითოეული მსახიობი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, თავისი პერსონაჟის იდეალიზაციისათვის.
 
ფილმი, რომელშიც “მესამეხარისხოვანი” გმირებიც კი იდეალურად თამაშობენ.
 
მე არ მაქვს “ხმა” ამერიკის კინოაკადემიაში, მაგრამ რომ მქონდეს ის ხმა აუცილებლად იქნებოდა Christian Bale-ის, რომელიც შესანიშნავად ასრულებს დოქტორ მაიკლ ბარის როლს. კრისტიან ბეილის თითოეული მოძრაობა, მიმიკა, მანერა, ხასიათიც კი იდეალურად არის გამოძერწილი და გავიწყდება, რომ ეს ფილმია.

 

რა ხდებოდა ფილმ „დიდი შემოკლების“ კადრს მიღმა…

 

  1. როდესაც კრისტიან ბეილი შეხვდა დოქტორ მაიკლ ბარის (ვისი როლიც უნდა შეესრულებინა), მსახიობმა ბარის ფილმისთვის სთხოვა მისი სატვირთო შორტები და მაისური, რომელიც აცვია მთელი ფილმის განმავლობაში.
  2. კრისტიან ბეილიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა ლოს ანჯელესში ფილმის პრემიერაზე მაიკლ ბარი მივიდოდა: „მე მართლა ძალიან მინდოდა, რომ ის ჩემ გვერდით დამჯდარიყო და მაინტერესებდა თუ ექნებოდა მას გამბედაობა, რომ დაერტყა სახეში“.
  3. ნამდვილი მაიკლ ბარი (ვის როლსაც ასრულებს კრისტიან ბეილი), ჩანს ოფისის ერთ-ერთ სცენაში.
  4. ადამ მაქქეის (რეჟისორი) თქმით, გადაღების დროს კრისტიან ბეილიმ მუხლი მძიმედ დაიზიანა. რის გამოც ექიმებმა მსახიობს ურჩიეს, რომ დრამის და ცურვის სცენებში დუბლიორი გამოეყენებინათ, მაგრამ კრისტიან ბეილიმ უარი განაცხადა და ყველაფერი თავად გააკეთა.
  5. მაიკლ ბარის მარცხენა თვალზე სპეციალური ეფექტები არ არის გამოყენებული. კრისტიან ბეილის, შეუძლია „დაასვენოს“ ერთი თვალი და მეორე ისე ატრიალოს.
  6. ციტატა, რომელიც ჩანს ფილმში: “Truth is like poetry. And most people f*cking hate poetry” – „სიმართლე არის როგორც პოეზია და ადამიანების უმრავლესობას ეზიზღება პოეზია“. რეალურად დაწერა რეჟისორმა ადამ მაქქეიმ (Adam McKay). იმის შემდეგ რაც ვერ იპოვნეს იდეალური ციტატა, რომ ფილმში გამოეყენებინათ.
  7. თავდაპირველი სცენარის მიხედვით, მარგო რობის ნაცვლად უნდა ეთამაშა სკარლეტ იოჰანსონს, როდესაც ის ხსნის MBS-ს. სელენა გომესის ნაცვლად, კი უნდა ეთამაშა ბიონსეს, როდესაც ის განმარტავს სინთეზურ CDO-ს.
  8. პერსონაჟი Mark Baum, რომლის როლსაც ასრულებს Steve Carrel, დაფუძნებულია რეალურ ფინანსურ მენეჯერზე: Steve Eisman-ზე. პერსონაჟი Jared Vennett, რომლის როლსაც ასრულებს Ryan Gosling, დაფუძნებულია რეალურ ტრეიდერზე: Greg Lippmann. პერსონაჟი Ben Rickert, რომლის როლსაც ასრულებს Brad Pitt, დაფუძნებულია რეალურ ადამიანზე: Ben Hockett-ზე. პერსონაჟები Charlie Gellar (John Magaro) and Jamie Shipley (Finn Wittrock) დაფუძნებულია რეალურ ფინანსურ მენეჯერზე: Charlie ledley და Jamie Mai.
  9. ფილმში თამაშობს 4 „ოსკაროსანი“ მსახიობი: Christian Bale, Brad Pitt, Melissa Leo და Marisa Tomei.
  10. ფილმში თამაშობს, ასევე 2 „ოსკარზე“ ნომინირებული მსახიობი: Steve Carell და Ryan Gosling.

 

   მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა