10 მიტოვებული ადგილი მსოფლიოში

365

პრიპიატი, უკრაინა. პრიპიატი იმ მუშათა ქალაქი იყო, რომლებიც ჩერნობილში მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც რადიოაქრიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა, ჩერნობილის მსგავსად, ისიც დაცარიელდა.

chernobyl

შიშენგი, ჩინეთი. შიშენგი მდინარე სიანის ადიდების შედეგად ჩაიძირა და დღეს მყვინთავებისთვის საინტერესო ადგილია.

China-Shicheng-Lost-City

სამხედრო საავადმყოფო ბელიცში, გერმანია. ეს საავადმყოფო გამოიყენებოდა როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომის დროს.

beelitz_22

სასტუმრო სალტო, კოლუმბია. სასტუმრო 1928 წელს გაიხსნა და ემსახურებოდა  ტურისტებს, რომლებიც ტეკენდამას ჩანჩქერის სანახავად ჩადიოდნენ. 90-იან წლებში სალტო დაიხურა, რადგან შენობას რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, ამასთან ერთად, იმატა თვითმკვლელობების რიცხვმა.

e352c8f318eee3492a3783da17396fe4

კუნძული ჰაშიმა, იაპონია. 1887 წლიდან ჰაშიმა ქვანახშირის მომპოვებელ დასახლებას წარმოადგენდა. იგი კომპანია მიცუბიშის საკუთრებაში იყო, მას შემდეგ, რაც კომპანიამ პროექტი გააუქმა, ჰაშიმა სრულიად დაცარიელდა. ბოლო მოსახლემ კუნძული 1974 წელს დატოვა.

maxresdefault

კოლმანსკოპი, ნამიბია. ერთ დროს ხალხი ალმასის მოპოვების მიზნით ამ ტერიტორიაზე დასახლდა, ააშენეს სკოლები, საავადმყოფოები. თუმცა,  მუდმივ საცხოვრებლად კოლმანსკოპი არ გამოდგა.რადგან სახლების უმრავლესობა ნამიბიის უდაბნოდან წამოსული ქვიშითაა დაფარული. ნამიბიელები ცდილობენ, შენობების ნაწილი გაასუფთავონ და სამუზეომო სახე მისცენ.

wl5gJxa

ვანდერლენდი, ჩინეთი. ეს ადგილი უდიდესი გასართობი ცენტრი უნდა ყოფილიყო აზიაში, თუმცა მშენებლობა არ დასრულებულა. პარკი 1998 წელს დაიხურა და დაცარიელდა, მთავრობას და ადგილობრივ ფერმერებს შორის არსებული უთანხმოების გამო.

DSC1389_DxO_90_DxO_91_DxO_92_DxO_tonemapped1

ნიდერლანდური კუნძული, ამერიკა. კუნძული მენავით და ფერმერებით იყო დასახლებული. მას შემდეგ, რაც შენობამ ნგრევა დაიწყო, ერთადერთი შენობაც დაცარიელდა.

itbadWk

ქრისტეს ქანდაკება, იტალია. ბრინჯაოს ქანდაკება გვიდო გალეტიმ 1954 წელს შექმნა და წყალქვეშ 17 მეტრის სიღრმეზე დადგა. იგი დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლისაა, ანალოგები კი სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.

91f307de06c2030a552600d5d577d409

ბობსლეის ტრასა, სარაევო. 1984 წელს ოლიმპიური თამაშებისთვის სარაევოში სპორტული ტრასა აშენდა. იუგოსლავიის დროს მას რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ.

La-piste-de-bobsleigh

მოამზადა: თინა ღურწკაიამ