10 მიზეზი ნიუ-იორკის შესაყვარებლად

472
  1. მართალია, ნიუ-იორკს ისეთი დიდი ისტორია არ აქვს, როგორიც ევროპის დედაქალაქებს, მაგრამ ასეთ ცათამბრჯენებს სხვაგან ვერსად ნახავთ.

22

  1. ნიუ-იორკი გამორჩეულია კლუბების სიმრავლით, გართობა აქ ღამოს ორი საათიდან იწყება.

33

 

  1. ნიუ-იორკი საუკეთესო ქალაქია თეატრის და ხელოვნების ნებისმიერი მიმართულების მოყვარულთათვის. აქ ყველაზე მეტი თეატრი ფუნქციონირებს. ცნობილია ბროდვეის და ნიუ-იორკის მუსიკალური თეატრის წარმოდგენები. საერთაშორისო ფესტივალი ,,Fringe”.

44

 

  1. ნიუ-იორკში გადაადგილება ყველაზე სწრაფად მეტროთია შესაძლებელი. იგი კომფორტულია იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებები თითქმის ყველა გზაჯვარედინთანაა. მეტროთი ხშირად სარგებლობენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მწერლები.

55

 

  1. უილიამსბურგის და გრინპოინტის რაიონები ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალა და განვითარდა. ბრუკლინი იზიდავს მდიდარ და წარმატებულ ადამიანებს და ორიენტირებულია ოჯახურ ცხოვრებაზე.

66

 

  1. ნიუ-იორკში ბევრმა მომღერალმა მიაღწია თავის პირველ წარმატებას, მათ შორის ბობ დილანმა. გარდა ამისა, ეს ქალაქი ჰიპ-ჰოპის სულისჩამდგმელად ითვლება.

77

 

  1. უამრავი ცნობილი ფილმი თუ სერიალი ნიუ-იორკშია გადაღებული, მათ შორის ,,ადამიანი ობობა“, ,,მეგობრები“ და ,,სექსი დიდ ქალაქში“. ისინი ქმნიან წარმოდგენას, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ქალაქი. უამრავი რეჟისორი აქ ეძებს იდეას ახალი სცენარისთვის.

88

 

  1. მოსახლეობის დაახლოებით 49% ინგლისურის გარდა, სხვა ენაზეც საუბრობს. ეს შეიძლება იყოს ესპანური, ფრანგული, კორეული, სომხური ან ივრითი. ნიუ-იორკი უამრავი ენის და კულტურის გაერთიანებაა.

99

 

  1. ნიუ-იორკში მუდმივად იხსნება ახალი დაწესებულებები, კლუბები, რესტორნები და გალერეები. შესაძლოა, ადამიანმა აქ  მთელი ცხოვრება გაატაროს და მუდმივად ხვდებოდეს რაღაც ახალს.

10

 

  1. ნიუ-იორკი ყველაზე თავისუფალი ქალაქია, სადაც ნებისმიერი ადამიანის აზრი მისაღებია. არავის აღელვებს თქვენი ორიენტაცია, სამუშაო ადგილი, ჩაცმულობა და ცხოვრების წესი.

12

 

 

მოამზადა თინა ღურწკაიამ