ჰოლივუდში ,,ბინძური ცეკვების“ რიმეიქის გადაღება იგეგმება

131

ფილმი ,,ბინძური ცეკვები“ ABC-ს ეთერში განახლდება. ამის შესახებ განცხადება ამერიკულმა არხმა და Lionsgate TV-მ გუშინ გააკეთეს. ჯონი კასტლის როლს, რომელიც პატრიკ სუეიზის სავიზიტო ბარათი გახდა, ახალ დადგმაში კოლტ პრეიტსი შეასრულებს. პრეიტსი ცნობილი გახდა NBC-ს სამედიცინო დრამით ,,Mercy“ და პინკის მუსიკალური ვიდეოთი „Try“. ბეიბის როლზე უკვე დამტკიცებულია აბიგაილ ბრესლინი, ხოლო ბეიბის დედას, მარჯორის დებრა მესინგი განასახიერებს.

ფილმის მთავარი გმირი ბეიბია, რომელიც ქეთსკილსის კურორტზე ოჯახთან ერთად ისვენებს და ბანაკის ცეკვის მასწავლებელი უყვარდება. ნამუშევარმა 214 მილიონი დოლარის მოგება, ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა. სიმღერა ,,The Time of My Life“ კი მსოფლიო ჰიტი გახდა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ