ჰარი პოტერი ბრუნდება

181

რამოდენიმე დღეა მთელი მსოფლიო ჰარი პოტერის დაბრუნებაზე საუბრობს. ახლახანს Pottermore-ის საიტზე ჯ.კ. როულინგმა დააანონსა, რომ 2016 წლის 30 ივლისს ლონდონში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის“ ორმოქმედებიანი პიესა დაიდგმება. პიესა ჯ.კ. როულინგის, ჯეკ თორნის და ჯონ ტიფანის საერთო ნამუშევარია. პიესის გამოსვლიდან მეორე დღეს, ასევე გაყიდვაში ჩაეშვება წიგნიც, რამაც პოტერის ფანები დააბნია. ყველას ეგონა, რომ პოტერიადის კიდევ ერთი ნოველა გამოდიოდა, რაზეც როულინგმა განაცხადა, რომ წიგნი არის მხოლოდ და მხოლოდ პიესა. ავტორი არაერთ ინტერვიუში აღნიშავდა აქამდეც, რომ ჰარის ისტორია ნოველის სახით აღარ გაგრძელდება.

ჰარი ბოლოს ვიხილეთ პლატფორმა 9¾-ზე ჰოგვორტსის ბრძოლიდან 19 წლის შემდეგ. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სწორედ ამ მომენტიდან გრძელდება. პიესის ძირითადი გმირები არიან ჰარი პოტერი და მისი უმცროსი შვილი ალბუს სევერუს პოტერი.

Pottermore-ზე უკვე გამოქვეყნდა მსახიობების სია, რომლებიც ითამაშებენ პიესაში. ქასთი ასე გამოიყურება:

 

ჰარი – ჯეიმი პარკერი

Jamie Parker New York premiere of 'Valkyrie' at Fredrick P. Rose Hall in Time Warner Centre New York City, USA - 15.12.08 Credit: (Mandatory): Tina Paul / WENN

ჰერმიონი – ნომა დუმეზვენი

hermioni

 

რონი – პოლ თორნლი

roni

 

მოამზადა ირაკლი კირკიტაძემ