ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად ცხოვრობენ

128
©JIM RUYMEN/UPI/MAXPPP - Actor and director Ben Affleck and his wife, actress Jennifer Garner arrive for the 70th annual Golden Globe Awards held at the Beverly Hilton Hotel in Beverly Hills, California on on January 13, 2013. UPI/Jim Ruymen *** FOR FRANCE ONLY ***

უკვე რვა თვე გავიდა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა, „რთული გადაწყვეტილება მიიღეს, განქორწინებასთან დაკავშირებით“. მიუხედავად ამისა, რვა თვის შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან, ერთად ცხოვრობენ და ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა ადგილას ოჯახის სრული შემადგენლობით.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 10 წელია რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ სამი შვილი ჰყავთ, 10 წლის ვიოლეტი, 7 წლის სერაფინა და 4 წლის სამუელი.

მას შემდეგ, რაც განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთეს, ცნობილი გახდა, რომ ბენს ურთიერთობა ჰქონდა ბავშვების ძიძასთან, რასაც თავად მსახიობი უარყოფდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯენიფერ გარნერი კი აღნიშნავდა, რომ მათი ურთიერთობა რამდენიმე თვით ადრე გაფუჭდა, სანამ ძიძასთან დაკავშირებული ჭორები გავრცელდებოდა.

ამ ამბების მიუხედავად, Eonline-ის წყაროზე დაყრდნობით, წყვილს ამ ეტაპზე პრობლემები აღარ აქვთ, ისინი ერთად ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებას. მიაჩნიათ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და არ არის საჭირო წარსულზე და განქორწინებაზე საუბარი. მათ ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან და ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ოჯახია.

 

მოამზადა: ქეთი კალანდაძემ