ჯადოსნური ჯოხი – დიბიდი ბაბიდი ბუ!

197

მე გრაფიკული დიზაინერი ვარ. თქვენ ჩემი დამკვეთი. გჭირდებათ კომპანიის ლოგო, ქუჩაში გამოსაკიდი ბანერი, ან უბრალოდ ეხლა იწყებთ ყველაფერს და გინდათ საიტი. და თუ თქვენ მე არ შემიშლით ხელს, თქვენი ლოგო იქნება ყველასგან გამორჩეული… ქუჩაში თქვენ ბანერს ყველა შეამჩნევს… საიტზე კი უბრალოდ სილამაზის გამოც შემოვლენ.

მაგრამ თქვენ ასე მხოლოდ იშვიათად, ან უბრალოდ საერთოდ არ იქცევით. თქვენ ჩვენზე – დიზაინერებზე დიდი წარმოდგენა გაქვთ. თვლით, რომ ჩვენ გვიჭირავს ჯადოსნური ჯოხი. „დიბიდი ბაბიდი ბუ!“ და თქვენი დიზაინიც მზად არის. იმედი უნდა გაგიცრუოთ… ჩვენ არც ჯადოსნური ჯოხი გვაქვს, არც „დიბიდი ბაბიდი ბუ!“-ს გავიძახით.

არის 10 რაღაც, რაც დიზაინერს არ უნდა უთხრათ. ეს ბლოგი კი არის გზამკვლელვი დამკვეთსა (თქვენ) და დიზაინერს (ჩვენ) შორის ჰარმონიული ურთიერთობისათვის. და საბოლოოდ იმისთვის, რომ თქვენი დიზაინი შედგეს.

 

(1)
– კარგი რა, მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდება ამის გასაკეთებლად…

– თქვენთვის ვითომ 2 წუთი, რეალურად ხშირად 2 საათსაც კი ნიშნავს. „დიბიდი ბაბიდი ბუ!“

 

(2)
– არ ვარ დარწმუნებული ამაში… აბა, სხვა რამე ცადე!

– რა სხვა რამე?! რომელი სხვა რამე?! ჩემ თავში ტრიალებს მინიმუმ 20 ვარიანტი ამ „სხვა რამის“. დამკვეთო გთხოვ, მეტი კონკრეტიკა არაჩვეულებრივი შედეგისათვის.

 

(3)
– ბანერის გასაკეთებლად დამჭირდება თქვენი ლოგოს სამუშაო ფაილი, ან უბრალოდ ლოგო “PNG” ფორმატში.

– კარგი!

5 წუთის შემდეგ…

– გამოგიგზავნე ლოგო. ხომ არაუშავს, რომ ლოგო “Word”-ის დოკუმენტშია „ჩაკრობილი“?

– ლოგოს თავად მოვძებნი, მადლობა!

 

(4)
– შეგიძლიათ ლოგო და ბანერი ისეთ ფორმატში ჩასვათ, რომ ჩვენ შემდეგ რედაქტირება შევძლოთ?

– რა თქმა უნდა არა! თუ თქვენ არ ისწავლით “illustrator”-ს!

 

(5)
– კომპანიის ლოგო მჭირდება…

– შედით ჩემ “Facebook”-ზე, იქ მიდევს.

– იცით, “PNG” ფორმატში მჭირდება…

– დიახ, “Facebook”-ზე დევს ლოგო.

– გთხოვთ, დამაკავშიროთ თქვენ მარკეტინგთან…

 

(6)
– მინდა, რომ იყოს რაღაც ორიგინალური…

„დიბიდი ბაბიდი ბუ!“ და შემდეგ…

– ეს, ძალიან უცნაურია, ასეთი რამე არასდროს მინახავს, უფრო სტანდარტული ვცადოთ…

 

(7)
– დიზაინერობა ადვილია, შენ მხოლოდ უნდა დააჭირო რამდენიმე ღილაკს!

– დიახ, ნამდვილად! რატომ არ გიცდიათ აქამდე თქვენც?

 

(8)
– შეგიძლია დაასრულო ჩემი დაწყებული დიზაინი, რომელიც “Power Point”-ში ავაწყე?

– დიახ, რა თქმა უნდა… მე შემიძლია თავიდან გავაკეთო ყველაფერი…

 

(9)
– ძალიან სიცარიელეა, გაადიდე ეს ფიგურები…

და მეც ვადიდებ იდეალურ ზომას.

– მგონი, ეხლა გადაიტვირთა, რა ჭირს?

 

(10)
– შეგიძლია გააკეთო ლოგოს ბევრი ვერსია? მგონი დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს…
ვფიქრობ, რომ მერე მივხვდები რა მინდა…

– რა თქმა უნდა… მე ხომ ჯადოსნური ჯოხი მაქვს! „დიბიდი ბაბიდი ბუ!“

 

და ბოლოს, ჩემი დიდი წვალებითა და თქვენი უსაფუძვლო შენიშვნების მიუხედავად, თქვენი ლოგო მზად არის! ჩვენ, დიზაინერებს ალბათ, მართლა გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ გთხოვთ, ნუ ეტყვით ამის შესახებ სხვებს!

„დიბიდი ბაბიდი ბუ!“

 

 

საკო კოჭლამაზაშვილი