ჭამის სამინისტრო

325

თამთას ბლოგი…

ისევ 6 საათია, ისევ 6 რიგად ვართ ჩამწკრივებული 4 ზოლიან გზაზე, ისევ საცობი, ისევ მუხრუჭების და გამონაბოლქვისსუნი.

ჯიბეში ლარი და გულში ერთი “ოცნება”- მეღირსება სახლამდე მისვლა?

გზა გრძელია, მოთმინების უნარი მოკლე. აი მძღოლებიც აყვირდნენ. იქ მანქანამ წყალი გააცხელა, იქ ”მარშუტკამ” ლამისგაიტანა ფეხით მოსიარულე.

შუქნიშანი იცვლის ფერებს…წითელი..ყვითელი…მწვანე.. იცვლის თავისთვის, ფორმალობაა ასეთი, თორემ ზედაც არავინუყურებს.

არ ვიცი რატომ მაგრამ ბოლო დროს თითქოს ყველაფერი დუღს..

ხანდახან მგონია მთელი ქვეყანა ერთ დიდ ქვაბში ვართ ჩაყრილი და ვიღაც თავის გემოზე გვირევს.
თითქოს ყველას უნდა იყვიროს, წლობით ნაგროვები იმედგაცრუება, გაჭირვება, სიმწარე ერთიანად ამოიტანოს.
ვერავის შეედავები სიტყვის თავისუფლება გვაქვს. მშიერი, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი თავისუფლება.

იმის არ მჯერა,რომ ეს ხალხი ბოლო წლებში გაღატაკდა ასე, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამდენმა ტყუილმა, ამდენმა ფუჭმაოცნებამ ამდენჯერ “გადაგდებულმა” ხალხმა გამოსავალი ხმის აწევაში ნახა.

არ ვიცი ეს ხმა მიაღწევს თუ არა საკუთარი ჯიბის გაზრდაზე ოცნებაში გართულთამდე. ფაქტია ჯერ ვერ აღწევს. არადაროგორ გინდა არ იყვირო, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღატაკია და ამავე ქვეყანაში ერთი ჰალსტუხიანი  21 000-ს იღებს ხელფასს დანარჩენების პრემიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

გაიგებდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილზე ვართ, რუსეთის შემდეგ . ხელისუფლების წევრთა მაღალიანაზღაურებით. სამაგიეროდ ახლოსაც ვერ მივალთ ქვეყნებთან რომელთა მთავრობაც მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზეზრუნავს.

გამიგია ხალხი საკუთარი კეთილდღეობისთვის ირჩევს მთავრობასო, ჩვენ კი ჩვენივე არჩეულები მუდმივად გვჭამენ. ჩვენმოგვიწოდებენ, რომ ჩვენს ხელფასს ვეყოთ, თავად კი ხელფასზე 5-ჯერ მეტ პრემიებს არ თაკილობენ და ზემოდან იმასაცაყოლებენ ეფექტური მთავრობა ვართ და ეფექტური ანაზღაურება გვეკუთვნისო. მოდი და ნუ იყვირებ …

ბოლო სამი თვეა ყოველდღე მიწევს ადამიანებთან შეხვედრა და მათი პრობლემების მოსმენა. ადამიანებთან რომლებსაც არაქვთ სახლი ან სამადლოდ არიან შესახლებული რომელიმე შენობის ნანგრევებში. ადამიანებთან, რომელთაც არ აქვთ საჭმლისფული, დედებთან პატარა ბავშვებით ხელში, რომლეთაც სჭირდებათ სასწრაფო ოპერაცია.

მერე აღარ მიკვირს რატომ არ არის ჟანგბადი ამ ქვეყანაში.რატომ არავინ აღარავის ენდობა. რატომ უნდა ყველას ხმამაღლაიყვიროს.

თურმე არსებობენ ცუდი ადამიანები. თურმე არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ უყვართ.თურმე არსებობენ ჯიბის ადამიანები.

და მაინც  უსიამოვნო ხმაურია, ავისმომასწავებელი.

”ზემოთ” არავინ იმჩნევს. უმცირესობა უმრავლესობას ჭამს, უმრავლესობა ქვეყნის ბიუჯეტს და ხალხი ტყუილ დაპირებებს.

გვიყვარს ქართველებს ჭამა ….

 

თამთა ყიფიანი