წლის მანიპულატორი ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას

388

2015 წელი რეტროგრადისგან გამოსვლისა და გამოვიზალიბერალიზაციებულ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს, ესეც იმიტომ,რომ უმრავლესობას უბრალოდ   ასე მიაჩნია, თუმცა ჩემი რწმენით, უბრალოდ არაფერი ხდება. 

განისაზღვრება  თუ არა მედიის თავისუფლება  მათი მანიპულაციების შესაძლებლობებისგან?

კითხვა ერთი წაკითხვით შეიძლება უცნაური ჩანს.  ამ წლის პრიორიტეტულ საკითხად მედია თავისუფლება ითვლება და თითქმის ერთი წელი მუდამ ისმოდა  შემდეგი კითხვები:  „არის თუ არა დღეს მედია თავისუფალი?“ „ ვინ ზღუდავს მედიას?“ „აკონტროლებს თუ არა ტელევიზიებს ივანიშვილი?“ …  სანამ კითხვებით თავს მოგაბეზრებთ ერთი ჩვეულებრივი ფილმი მახსენდება. კატარინა ბლუმის  შელახული ღირსება  ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა დასადამდე მივყავართ მას“.

ფილმი ჰაინრიხ ბიოლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს .
ერთი ჩვეულებრივი  ახალგაზრდა ქალი,რომელიც ოჯახებში დამხმარედ მუშაობს და წესიერ ცხოვრებას ეწევა , ღამეს ერთ  ლუდვიგთან ატარებს, რომელიც ეჭვმიტანილია პოლიტიკურ ტერორიზმში. დილას კატარინას სახლში პოლიცია მოდის და ლუდვიგს ეძებს, მაგრამ ის უკვე წასულია. ქალს  ბრალს ტერორისტობაში სდებენ. აქედან იწყება  კატარინას ტრაგიკული ცხოვრება. მას ფეხდაფეხ დასდევს სკანდალური ჟურნალისტი ვერნერ ტოტგესი,რომელიც   მის ყველა ინტიმურ დეტალში ერევა, ხვდება მის ახლობლებს და შემდეგ კატარინას ცხოვრება დამახინჯებულად გამოაქვს მკითხველის სამსჯავროზე. კატარინას ღირსება ელახება, მის სახლში არ წყდება ტელეფონის ზარი, ქალი ფსიქოლოგიურად განადგურებულია. ამ ამბავს მისი დედის სიკვდილი მოჰყვება, რომელსაც რეპორტიორი თავხედურად ისევ კატარინას აბრალებს. საზოგადოებრივი აზრის კლანჭებში ჩავარდნილ ახალგაზრდა ქალს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ იარაღით დაიცვას შელახული ღირსება. ჟურნალისტს ინტერვიუზე შეუთანხმდება და საკუთარ სახლში იარაღით რამდენჯერმე ესვრის. ამის ფონზე კი მოკლული ჟურნალისტის კოლეგები გამოვლენ და ხალხს მოუწოდებენ,რომ ეს მედიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია. თუმცა სად არის  დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი , საკითხავია.

არის თუ არა ჩვენი ღირსების დაცვა მედიის თავისუფლების შეზღუდვა?

ისმის მეორე უცნაური კითხვა…
ხანდახან პარადოქსულიც არის,როცა მედიის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ და ამ დროს  ტელევიზიის  დირექტორს პოლიტიკოსთან  გაქვს გადაღებული ფოტო და თან გიწერია ” რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს” და ამის შემდეგ მედიის მიუკერძოებლობაზე აკეთებ განცხადებებს, ან გაზეთი გამოდის, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აწერია “გავიმარჯვეთ!”.

ამის შემდეგ კიდევ გამოდიხარ და სამართალდარღვების გამო პასუხის გაცემის მაგივრად სიტყვის თავისუფლებით მანიპულირებ. მერე  გავლენამოხვეული ხალხიც  აუცილებლად იჯერებს,რომ ქვეყანაში,სადაც დემოკრატიას“ვაწვებით“  მედია იზღუდება და პირდაპირ ეხება თავისუფლად გამოხატვის ნებას. აღარაფერს ვამბობ, დახურული პოლიტიკური  გადაცემების რეალურ მოტივზე. ეს იყო ისტერიკაში ჩავარდნილი ჟურნალისტების რეაქცია,რომლებიც თავიანთი უფლებების დარღვევის შიშით იმ განცხადებებით მანიპულირებდნენ,რომელიც ხელისუფლების მხრიდან  მედიაზე კონტროლსა და ზეწოლას უსვამდა ხაზს, თუმცა სიძულვილის ენა ,რომელიც აცდენილია თავისუფალი სიტყვის არსს, ჩვენს „მედეაში“ დიდიხანია დამკვიდრდა.

ეს ყველაფერი კი იმას გავს, სკოლაში მასწავლებელთან გაკვეთილის არ ცოდნას ბებიის ავადმყოფობას  რომ ვაბრალებთ და საერთოდაც პრობლემებით ვმანიპულირებთ,  იმას საბაბად ვიყენებთ რაც ჩვენი სისუსტეა და რეალურ მიზეზს ვთრგუნავთ. და სადღაც აქ აუცილებლად იბადება ძალმომრეობა, სისუსტის მანიპულირებით ხალხზე გავლენის მოხდენა და ბრბოს შექმნა,რომელსაც სიძულვილის ენის ჩამოყალიბებამდე, სხვისი ღირსების შელახვასა და ჟურნალისტიკის პრინციპების ამოყირავებამდე მივყავართ,რაც  ისევ  „შელახულ კატარინებს“  თავისუფლების მოწინააღმდეგე მკვლელებად აქცევს.
ამის პარალელურად ბარი ლევინსონის ფილმი „კუდის ქიცინი“ მახსენდება.
სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ. მედია კი ამის ხელისშესაწყობად ომის სცენარს დგავს.
„რატომ აქიცინებს ძაღლი კუდს, იმიტომ რომ ძაღლი კუდზე ჭკვიანია , პირიქით რომ ყოფილიყო  მაშინ ძაღლი ირბენდა კუდის ჭკუაზე“
ჩვენს რეალობაში კი მედიის „ კუდის ქიცინი„ ხშირად თავისუფალი სიტყვის საზღვრებთან გადის.
შეიძლება გულუბრყვილო წარმოდგენაც მქონდეს მაგრამ  ვფიქრობ, მედია თავისუფალი მაშინ არის,როცა იმას აჩვენებს, რაც სინამდვილეში ხდება,ყოველგვარი მანიპულაციისა და გავლენის გარეშე.
იქნება თუ არა  2015 წელს მომხდარი მოვლენები  „მედეა“  წარმომადგენლებისთვის ჭკუის სასწავლებელი და  რეაქციონერობიდან  გამომსვლელი,  შესაძლოა მათი  კუდის ქიცინითაც კი განვსაზღვროთ.

 

ნინი ელიკაშვილი