წინააღმდეგობები ბიბლიაში

395

ვრცელი, თუმცა არასრული სია იმ ბიბლიური მუხლებისა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მუხლები აღებულია მართლმადიდებლური ბიბლიიდან (თანამედროვე ქართულ ენაზე), რომელიც განთავსებულია საიტზეorthodoxy.ge.

● პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს.
გამოსვლა 33:11
● ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.
იოანე 1:18

● ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
გამოსვლა 31:17
● მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება.
ესაია 40:28

● ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
იგავნი 15:3
● საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და – იქაც ხარ!
ფსალმუნი 138: 7-8
● დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
დაბადება 3:9
● თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
დაბადება 18:20-21
● ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
დაბადება 11:5
(ღმერთი ყველაფერს ხედავს, თუმცა ზოგჯერ საამისოდ დედამიწაზე ჩამოსვლა სჭირდება)

 

● ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია.
მათე 19:26
● უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
მსაჯულნი 1:19

 

● ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
რიცხვნი 23:19
● შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.
იონა 3:10

 

● ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
ესაია 45:7
● განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
გოდება იერემიასი 3:38
● ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
იაკობი 1:13

 

● მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
გამოსვლა 15:3
● ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა.
კორინთელთა 14:33

 

● ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან.
იერემია 13:14
● კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
ფსალმუნი 144:9

 

● აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
იერემია 17:4
● უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა, რადგან წამიერია რისხვა მისი.
ფსალმუნი 29:5-6

 

● დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
გამოსვლა 29:18
● არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
იერემია 7:22

 

● ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
მეორე რჯული 12:31
● უთხრა აბრამს: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
დაბადება 22:2
(ვაჟის დაწვა ღმერთისთვის საძულველი რამ არის, თუმცა სწორედ ამას უბრძანებს აბრაამს)

 

● ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა.
დაბადება 22:1
● ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
იაკობი 1:13

 

● ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს.
რიცხვნი 23:19
● ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე.
II თესალონიკელთა 2:11

 

● მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
გამოსვლა 12:35
● არ იქურდო.
გამოსვლა 20:15

 

● გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
მესამე მეფეთა 22:21
● ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე.
იგავნი 12:22

 

● ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
გამოსვლა 32:27
● არა კლა.
გამოსვლა 20:13

 

● არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
გამოსვლა 20:4
● ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს – მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
გამოსვლა 25:18

 

● მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
იოველი 4:8
● ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
გამოსვლა 21:16

 

● უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
ლუკა 18:1
● ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
მათე 6:7

 

● წყეულიმც იყოს თავის დასთან – თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან – მწოლელი!
მეორე რჯული 27:22
● უთხრა აბრაამმა: მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად.
დაბადება 20:11
● უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან;
დაბადება 17:15

 

● თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
მეორე რჯული 25:5
● ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
ლევიანნი 20:21

 

● თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
ლუკა 14:26
● „პატივი ეცი მამას შენსას და დედას”, ესაა პირველი მცნება აღთქმით.
ეფესელთა 6:2
● ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
ეფესელთა 5:28

 

● ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
იგავნი 20:1
● მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო – სულგამწარებულს; შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
იგავნი 31:6

 

● სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.
პირველი კორინთელთა 7:23
● მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
კოლასელთა 3:22

 

● გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად.
დაბადება 1:25
● თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს.
დაბადება 2:18
(დაბადების პირველ თავში ჯერ ცხოველები იქმნება და მერე ადამიანი, მეორე თავში – პირიქით)

 

● ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
დაბადება 8:22
● დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში.
დაბადება 41:54
● ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
დაბადება 45:6

 

● უთხრა უფალმა მოსეს: გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.
გამოსვლა 4:21
● გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გამოსვლა 9:12
● დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული.
გამოსვლა 8:15

 

● გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
რიცხვნი 25:9
● დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
I კორინთელთა 10:8

 

● მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.
მათე 17:12
● ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.
იოანე 1:21

 

● ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
მათე 1:16
● ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა.
ლუკა 3:23
(ლუკა მოციქულის მიერ შედგენილ გენეალოგიაში იოსების მამას ელი ჰქვია და არა იაკობი)

 

● ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
მარკოზი 15:25
● იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი!
იოანე 19:14

 

● იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა.
იოანე 13:26
● შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
ლუკა 22:3
(იოანეს მიხედვით, სატანა იუდაში საიდუმლო სერობაზე შევიდა, ლუკას მიხედვით – სერობამდე)

 

● ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
მათე 12:40
● ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
მარკოზი 15:25
● ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი (ჯამში 2 დღე).
მარკოზი 16:9

 

● მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.
მეორე მეფეთა 6:23
● წამოიყვანა მეფემ მელქოლას ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს.
მეორე მეფეთა 21:8

 

● კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
მეორე მეფეთა 24:1
● სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.
პირველი ნეშტთა 21:1

 

● მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
მეორე მეფეთა 24:9
● მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
პირველი ნეშტთა 21:5

 

● წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი.
მეორე მეფეთა 8:4
● წაართვა მას დავითმა შვიდი ათასი ცხენოსანი.
პირველი ნეშტთა 18:4

 

● უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.
მეორე მეფეთა 24:24
● ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს.
პირველი ნეშტთა 21:25

 

● თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
იოანე 5:31
● მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა.
იოანე 8:14

 

● მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
გამოსვლა 20:5
● შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს.
ეზეკიელი 18:20

 

● კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით.
გალატელთა 2:16
● როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.
იაკობი 2:24

 

● ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.
I იოანე 3:9
● როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
რომაელთა 3:10

 

● მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო.
გამოცხადება 21:1
● თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
ებრაელთა 1:10
● დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
ფსალმუნი 103:5

 

● მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
მათე 11:28
● ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
იოანე 16:33

 

● ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
● ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
იგავნი 26:4-5

 

● მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
რიცხვნი 12:3
● უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი? ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი. ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
რიცხვნი 31:15

 

● ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
IV მეფეთა 2:11
● არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.
იოანე 3:13

 

● უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
დაბადება 32:30
● ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.
იოანე 1:18

 

● ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
საქმენი 13:39
● თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
I იოანე 1:9
● ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.
მარკოზი 3:29
(ახალი აღთქმის ზოგ მუხლში ყველა ცოდვა მიტევებადია, ზოგში კი გამონაკლისებიც არსებობს)

 

● მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
მათე 27:34
● და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
მარკოზი 15:23

 

● მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
ლუკა 23:46
● როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
იოანე 19:30

 

● მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
საქმენი 9:7
● ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
საქმენი 22:9

 

● ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
ლუკა 9:7
● სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.
მარკოზი 6:15

 

● ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.
მათე 26:49
● მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
იოანე 18:4
(მათეს მიხედვით, იესო იცნეს იუდას ამბორით, იოანეს მიხედვით, იუდა საერთოდ არ ეამბორა და იესომ თავად ამცნო ჯარისკაცებს, ვინ იყო)

 

● იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.
იოანე 13:38
● ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. მან კვლავ უარყო.
მარკოზი 14:68
(პეტრემ იესო მამლის ყივილამდე მხოლოდ ერთხელ უარყო)

 

● ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
მათე 27:50
● დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
ლუკა 23:45
(მათეს სახარებაში იესომ სული განუტევა და შემდეგ ფარდა ჩაიხა, ლუკას სახარებაში – პირიქით)

 

● მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.
მარკოზი 15:32
● ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
ლუკა 23:39

 

● გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
დაბადება 2:16
● სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
დაბადება 5:5
(ადამმა ნაყოფის შეჭმის შემდეგ დიდხანს იცოცხლა)

 

● თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
დაბადება 6:3
● 11. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი.
● 13. იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი.
● 15. იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი.
● 17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი.
● 19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი.
● 21. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი.
● 23. იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ.
დაბადება 11

 

● მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
მარკოზი 1:9
● მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
იოანე 1:43
● მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში.
იოანე 2:1
(იოანეს მიხედვით, იესო არა უდაბნოში, არამედ ქორწილში იყო)

 

● მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა, სადაც ჯვარს აცვეს იგი.
იოანე 19:16
● აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
მარკოზი 15:21
(იოანეს მიხედვით, იესომ თავად ატარა საკუთარი ჯვარი, მარკოზის მიხედვით – სიმონი დაეხმარა)

 

● უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში; ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
ლუკა 23:42
● ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
მათე 12:40
(მათეს მიხედვით, იესო მინიმუმ 3 დღე არ ასულა სამოთხეში)

წყარო: live24.ge