კობა ბიწაძე: “ჰომოფობთან არგუმენტირებული საუბარი არაფრისმომცემია”

248

„რას ეტყოდი ჰომოფობს?“ – ჩვენი ახალი რუბრიკაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შანსს აძლევს YellowBlog-ის საშუალებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ლგბტ თემის მიმართ ნეგატიურად და აგრესიულადაა განწყობილი მიმართოს და გამოხატოს საკუთარი აზრი ჰომოფობიის შესახებ.

ყოველ ჯერზე გაგაცნობთ, ლგბტ თემის მხარდამჭერ და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისვის მებრძოლ ახალ ადამიანებს და თქვენამდე მოვიტანთ მათ სათქმელს.

კობა ბიწაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდა”-ს აღმასრულებელი დირექტორი:

რას ეტყოდი იმ ჰომოფობს, რომელიც ამ სტატიას კითხულობს?

“ჰომოფობთან არგუმენტირებული საუბარი არაფრისმომცემია, რადგან ის დაჯერებულია საკუთარ წინასწარ განწყობაში. როგორი ძლიერი არგუმენტებიც არ უნდა მოუყვანო, ის მაინც მოტივირებულია იმისკენ, რომ კიდევ ფრო მეტად გაამყაროს საკუთარი წინასწარი განწყობა.  სასაცილოა, მაგრამ მას სჯერა რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

მე გეებს ვეტყოდი, რომ გაბრაზდნენ, რადგან გაბრაზებას მოჰყვება გათავისუფლება. თუ არ გაბრაზდი, მუდმივად მოითმენ იმ სიძულვილს, რასაც შენი მისამართით აფრქვევენ.”

ინფორმაცია მათთვის, ვინც თვლის რომ მისი უფლებები, სექსუალური ორიენტაციის გამო დაირღვა,:

თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ: პოლიციას, რომელის ვალდებულია კანონდარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და დაიცვას კონფიდენციალურობა, არასამთავრობო ორგანიზაციები:
ლგბტ საქართველო / იდენტობა / თემიდა / ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი