წიგნის ,,როგორ შევინარჩუნე ოჯახი“ ავტორმა ცოლი მოკლა

123

ამერიკელი მწერალი, წიგნის ,,როგორ შევინარჩუნე ოჯახი“ ავტორი დერეკ მედინა ცოლის მკვლელობისთვის დაპატიმრეს. დერეკმა ცოლი პისტოლეტით დაცხრილა და სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე ქალი სახით კედლისკენ, მუხლებზე დგას.

კონფლიქტის მიზეზი ცოლის თხოვნა გახდა, მედინას გაეღვიძებინა, როცა მისი საყვარელი სატელევიზიო შოუ დაიწყებოდა. მედინას კი ამის გაკეთება დაავიწყდა.

ბრალდებული თავს მხოლოდ ნაწილობრივ თვლიდა დამნაშავედ და ამტკიცებდა, რომ თავს იცავდა და ცოლი მას დანით ემუქრებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ქალი ორჯერ ნაკლები წონის იყო და ფაქტი თავდაცვის მცდელობად არ შეაფასა. ასევე მხედველობაში  მიიღეს ფატქტი, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. დერეკ მედინას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ