წერილი შენ (სიყვარული)

129

არასდროს მიფიქრია იმაზე,
თუ ვინ ხატავს ნოემბრის პეიზაჟს,
თუ როგორ იღვიძებენ იები ცვრიანი ლანდიდან…
ან მზესუმზირები რატომ გგავს…

არასდროს მიფიქრია უფრო დიადი ფიქრით,
ვიდრე ვარდობისთვის მიწურულს,
როდესაც მზის ჩრდილი სახეზე გეფერება,
შენ კი მხედავ და გიყვარდება.

არასდროს მიფიქრია შენი ფიქრებით,
გაზაფხულის მოსვლაზე უფრო ახლოს ხარ…
როგორც ზღვაში გასულ გემს,
ენატრება ნაპირი, ისე მახსოვხარ…

მე დაგატარებ,
როგორც თოვლის ფანტელები თავისუფლებას…

 

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის