წამო წავიდეთ, გავერიდოთ მოწყენილ ქალაქს…

362

წამო წავიდეთ გავერიდოთ მოწყენილ ქალაქს. ხვლიკისფერი სვეტიცხოველი გვიხმობს მზისფერი შემოდგომის დილას.უკანმოვიტოვოთ მტვრისფერი ქალაქი,გაცრეცილი ქუჩები, სევდიანი სახეები,საცობები,ულამაზოდ შემოპარულიშემოდგომა.წავიდეთ მარტო მე და მე.

წავედი.მარტო. დავივიწყე მოჟამული ქალაქის მტირალა ცა, დავივიწყე ერთმანეთის სიძულვილით ვერდაღლილი ხალხი,დავივიწყე მწამებლები, დავივიწყე წამებულები, დავივიწყე აჭედილი კარები, შეღებილი ბიბლიოთეკა და …იქნებ გაგეცინოთკიდეც, მგრამ პრადოიანი მამაოებიც… ვიყავით მე და სვეტიცხოველი… წავედი წარსულთან,რომ გამეგო როგორი არ უნდაყოფილიყო მომავალი. არადა მაშინაც მტრობდნენ, კლავდნენ, ძელზე  სვამდნენ..მერე ვითომ განვვითარდით..ჰო,განვვითარდით ერთმანეთის სიძულვილში, დავხელოვნდით ტყუილში, ტალახის სროლაში,ცოცხის ხმარებაში და ხალხის “მოხმარებაში” ,პრემიებით გასუქებაში, იმედგაცრუებაში, რწმენის ნაცვლდ დოგმატიზმში. და მაინც, რა დიდებული გალავანიაქვს სვეტიცხოველს….

ამდენი არასდროს მიხეტიალია მცხეთაში.დიდხანს ვიარეთ მე და მზემ ძველ სატახტო ქალაქში. არც ხმაურს შევუწუხებივართ,არც უაზროდ მოძრავ მანქანებს.მოედანზე ბავშვები ცეკვავდნენ ქართულს, ტურისტები კი ფოტოებს უღებდნენ.იქ არ ყოფილასიძულვილი, იქ უბრალოდ უხაროდათ მზიანი დღე და ეიმედებოდათ ხვლიკისფერი სვეტიცხოველი.

დღეს არ ვუყურებ იმ ყუთს ტელევიზორი რომ ჰქვია.დღეს არც ინტერნეტში შევალ.არ ვნახავ წამების ახალ კადრებს, არმოვუსმენ პრემიერს,რომელიც ამართლებს ძალადობას და არც იმ კაცის ორსაათიან ინტერვიუს, რაჭაში  ტყეებს რომ მიჩეხს„ქველმოქმედებისთვის“. არც კომბლე-შანტაჟისტებს მოვუსმენ სხვების ცხოვრებას რომ იწერდნენ და კასრებში აწყობდნენ,ვინცმათ ებრძოდა აშანტაჟებდნენ.დვიღალე… უხალისოდ დავიწყვე დაღლილი ხელის მტევნები მუხლებზე,გავხედე ცარიელქუჩას.კაშკაშამზისფერი იყო დაღლილი ფოთლებით მოფენილი ბილიკი.სიცარიელე მიყვიროდა ქუჩის ბოლოდან.ვერ ვხედავმომავალს, ვერ ვხედავ ადგილს მომავალში.საით მივდივართ? სადამდე უნდა გვძულდეს ყველა და ყველაფერი.სადამდე უნდაგვწოვდნენ სისხლს ჩვენივე დაქირავებულები და სადამდე უნდა ვცხოვრობდეთ სახლში,რომელიც ფნჯრიდან იპარება?

სანამ სამეფო კარზე ერთმანეთს მტრობდნენ, სვეტიცხოველი უბრალო მოქალაქემ ააგო.მერე სიძულვილი მააც მისწვდა დადღეს ყველამ იცის რას ნიშნავს ტაძრის კედელზე ამოკვეთილი მოჭრილი მკლავი.

დღესაც  ვჭამთ ზოგი ფულს, ზოგი პურს, ზოგიც არაფერს. დღეს ისე გვძულს ერთმანეთი როგორც არასდროს.დღეს ძალადობას აქვს გამართლება. გამორთეთ მოლაპარაკე ყუთები, გამორთეთ.

თამთა ყიფიანი