ძალიან ბანალური ამბავი, ანუ ჩემი პირველი აპრილი

449

აცივდა. სკოლისაკენ მივდიოდი.

– ჰეი! მარი, დამელოდე!

შორიდან მომაძახა ვიღაცამ. ისედაც დაგვიანებულსა და გაყინულს კიდევ დგომა და ვიღაცის დალოდება მინდოდა?! თან ჩემი სახელი იცის,  – გავიფიქრე. შევტრიალდი. გიო იყო, სკოლის, ასე რომ ვთქვათ, „სიმპო“ ბიჭი. ყველას მოსწონდა. აბა მაღალი, შავგვრემანი, როკერი, მეათეკლასელი, შეყვარებულის გარეშე, ხომ ყველას მოეწონება. ერთი სული მქონდა, სალოსა და ანის როდის შევათრევდი ცარიელ ოთახში და ბოლო ხმაზე ვიკივლებდი. შემდეგ სალო და ანი ღერა-ღერა დამაცლიდნენ თმებს და ჩამალურჯებდნენ. ჰო, ახლა დავუბრუნდეთ იმ ამბავს, რომელსაც გიყვებოდით.

– მარი, მარი!

ფიქრებიდან გამომიყვანა გიომ. გული ამიჩქარდა, ავკანკალდი, მოკლედ ძალიან ჩვეულებრივად გავხდი ცუდად ბიჭის გამო, სკოლის ჭიშკართან ახლოს ვიყავით. ძველი, ახლად შეღებილი ჭიშკარი, რა თქმა უნდა, დახურული იყო. დარაჯმა არ შეგვიშვა სკოლაში. გიოსაც სხვა რაღა უნდოდა, მიზეზი მიეცა გაეცნო გოგო, რომელსაც შეყვარებული არ ჰყავდა. იქვე ახლოს სკოლის სტადიონზე შემიყვანა და ძირს დაჯდა. გვერდზე მივუჯექი. ვილაპარაკეთ ათას რამეზე. ბლა-ბლა-ბლა… შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს ერთი სიმღერა გვიყვარდა „SISTEM OF DOWN“-ის „Loneli Day“. ჩავრთეთ. მოღრუბლული ამინდი იყო და თოვლიც წამოვიდა. კარგი სიმღერა, თოვლი წვიმის ნაცვლად, უსიმპატიურესი ბიჭი და ბანალურობის მთელი ნაკრები…

 

მარიამ მაზავრაშვილი,
15 წლის