ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ შენ პატარა დაიბადე

205

თამთას ბლოგი…

მარტო სიარულს ორი კარგი თვისება აქვს. ერთი, რომ შეგიძლია ყველა სისულელეზე იფიქრო რაც თავში მოგივა და მეორე,შეიძლება ისეთი რამ შენიშნო ან გაიგონო, რასაც ვინმესთან “ჭორაობაში” გართული ყურადღებას არასოდეს მიაქცევდი.

ჰოდა ერთ დღეს,როცა მე და მარტოობა სახლში მივდიოდით გზად 5-6 წლის ბავშვები შეგვხვდნენ. ორნი იყვნენ, სახლის წინიდგნენ და “საუბრობდნენ”. გავიგონე ოთხი სიტყვა “apple” აიპადი, “სამსუნგი” , “პლამშეტი” და კითხვა რომელი გირჩევნია?

კარგად რომ გადავხარშე გაგონილი, თვალი უკან გამოვაპარე. იქნებ ასაკი შემეშალა? არა, მაქსიმუმ 7 წლის ყოფილიყვნენ.

წამოვედი…

ფიქრებიც მოვიდნენ…

14-15 წლის წინ, როცა მათი ასაკის ვიყავი, მე ვცხოვრობდი პატარა ქალაქში და საერთოდ არ ვიცოდი ზემოთ ხსენებულისიტყვების მნიშვნელობა. ქალაქში სადაც გაზაფხული მწვანე იყო, შემოდგომა ყვითელი, ზამთარი თეთრი, ზაფხული ცხელიდა ჰაერი სუფთა, ბავშვობა ჰგავდა ბავშვობას.

გაგიკვირდებათ და ჩვენს ბავშვობაშიც იყო კომპიუტერი. უფრო მოკრძალებული, მაგრამ მაინც იყო. ამის მიუხედავად,აზრადაც არ მოგვდიოდა გარეთ, თამაშში გართულებს მის ავ-კარგიანობაზე გვესაუბრა. რატომღაც ჩემს “დენდზე” თამაშსყოველთვის მერჩივნა ზამთარში ციგით სრიალი, გაზაფხულზე ყვავილების კრეფა, ზაფხულში საყვარელი მდინარე, წრეში ბურთი, ხელში ლახტი,ფეხი „კლასობანაში“. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ გავიდოდა წლები და ჩვენი ასაკის ბავშვებს მსგავსიგართობა სისულელედ მოეჩვენებოდათ.
დღეს თუ პირველ კლასში “iphone” არ გაქვს “გოიმი” ხარ და თუ სულ არ გაქვს მობილური, მაშინ მაგარი “გოიმი”. შენსსტატუსს, ადამიანობას, იმას როგორ მოგექცევიან სხვები შენს საკუთრებაში არსებული ნივთები განსაზღვრავს. ნეტავ რაღატომგვიკვირს, რომ ქვეყანაში, სადაც 5-6 წლის ბავშვები, რომელთა მშობლებს ხშირად საარსებო მინიმუმიც არ გააჩნიათ,ძვირადღირებულ ნივთებზე ოცნებობენ, კრიმინალი მოიმატებს?

ან რატომ გვიკვირს,რომ თაობები სულ უფრო შორდებიან წიგნებს? როცა მთავარი ღირებულება Iphone ხდება, იქ წიგნიაღარავის აინტერესებს.
ტელეფონი, კომპიიტერი, აიპადი, facebook-ი ყველაფერი კარგია, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. შეიძლებავცდები კიდეც, არ ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბავშვობა უნდა გავდეს ბავშვობას.

მე არ მინდა,რომ ჩემი 5 წლის შვილი თავის 5 წლის მეგობარს iphone -ზე ელაპარაკოს.

„ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახსოვდეს, რომ შენ პატარა დაიბადე“

თანამედროვე ბავშვები კი თითქოს უკვე დიდები იბადებიან…

თამთა ყიფიანი