ცოტნე გამსახურდია: ჩაქოლეთ ამაღლობელი უკვე თუ ჯერ ცოცხალია?

359

ცოტნე გამსახურდია,  რატი ამაღლობელის ლექსთან დაკავაშირებულ აჟიოტაჟს ფეისბუქში ეხმიანება:

ჩაქოლეთ ამაღლობელი უკვე თუ ჯერ ცოცხალია? მოდით, არ და ვერ ვიტყვი კომენტარს ლექსთან დაკავშირებულ მოვლენებზე – რელიგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ასპექტში, გაკერპების ნეგატიურობაზე და ა.შ.

უბრალოდ გეტყვით, გლეხურად, ძვირფასებო:
როგორ გეტყობათ, რომ ოცდაათიანი წლების შემოქმედთა შთამომავალნი ხართ!

და საერთოდ, ვკითხულობ კომენტარებს და გაოგნებული ვარ… არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაღლობელის ლექსში ანტიქრისტიანული! მეტიც, სრულიად ქრისტიანული დისკურსი და პათოსია, რომ ადამიანი, მწყემსი, მღვდელმსახური და უბრალოდ, მოყვასი ეწამოს, აღესრულოს სხვის გულისთვის! აი, ამიტომ არის ქართული ეკლესია დღეს ბოროტების მსახური, რომ აქ მისი წინამძღვარისათვის კუთვნილ ადგილად მხოლოდ ფუფუნება და აპარტამენტები წარმუდგენიათ და აზროვნების არე საერთოდ დახშული აქვთ! აი,ესაა უბედურება…