ჩემი შინაგანი პროტესტი

388

ვაპროტესტებ ყველაფერს, რაც ჩემთვის მიუღებელია, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, თუ როგორ ჩაგრავენ, დასცინიან, ამცირებენ ჩემთვის სრულიად  უცხო ადამიანებსაც კი.

საქმე კი უფრო რთულდება, როდესაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში. მაშინვე პროტესტის გრძნობა მიჩნდება, გააქტიურებას იწყებს თავდაცვის ინსტიქტი, მინდება დავიცვა ის, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ. მშვიდად, გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებ თუ როგორ ჩაგრავენ უსუსურ, დაუცველ ადამიანებს და თან ამისგან სიამოვნებასა განიცდიან.

პროტესტის გრძნობა მიჩნდება მაშინაც, როცა ეკლესიას და სასულიერო პირებს ეხება საქმე. როცა ამბონენ, რომ ყოველი მეორე მამაო „ჯიპით“ დადის და “Iphone“ უჭირავს ხელში, ხანდახან ბილწსიტყვაობენ კიდეც. ამ დროს კი ჩვენ თავმდაბლობისკენ, მოგვიწოდებენ. ალბათ, ასეთი მამაოებიც არიან, მაგრამ ყველა ერთნაირი და „ერთ ქვაბში  მოსახარში“ ნამდვილად არ არის. მიკვირს, რომ საზოგადოება არასდროს აღნიშნავს თუნდაც იმ მამაოებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, ან ყავთ უბრალო მანქანები, რათა ავიდნენ მაღალმთიან სოფლებში ისევ სხვების დასახმარებლად და მოსალოცად.

ვთვლი, რომ არ შეიძლება ასე განკითხვა ყოველი მეორე ადამიანის. ცხოვრება მშვენიერია და კარგი იქნება თუ ვისწავლით მისით ტკბობას.

 

მოამზადა:
მარიამ კაკაბაძემ