შაკირას რჩევა ორენოვან ოჯახებს

116

შაკირას და ,,ბარსელონას“ ფეხბურთელს ხერარდ პიკეს ორი შვილი – 3 წლის მილანი და 1 წლის საშა ჰყავთ. ოჯახურ ცხოვრებაზე მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა ენობრივ სირთულეებზე და ბავშვების აღზრდაზე ისაუბრა.

შაკირა და ხერარდი ესპანეთში ცხოვრობენ და შვილებს ორ ენაზე ზრდიან, თუმცა ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

,,დასაწყისისთვის ბავშვებს ძალიან დაეხმარებათ, თუ მოახერხებენ, რომ კონკრეტული ენა კონკრეტულ პიროვნებას დაუკავშირონ. მამა, მაგალითად, ყოველთვის კატალონიურად ესაუბრება, მე კი, ძირითადად – ინგლისურად. როცა ენას ვცვლი, ვცდილობ ორი ენა ერთ წინადადებაში არ გავაერთიანო, ეს მათ აბნევთ.“

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ