ყველაზე უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტები

626
  1. ბედჯერმინის დანახვისას სასიამოვნო გრძნობა არ დაგეუფლებათ, იგი მაჩვის ფიტულისგან გაკეთებული ინსტრუმენტია. ხშირად გამოიყენება ფილმებში, უჩვეულო, მისტიკური ხმის მისაღებად. მსოფლიოში ბედჯერმინის სულ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს.

1

  1. 12 გაერთიანებული გიტარა

2

  1. ორკესტრი ბოსტნეულის ინსტრუმენტებით

ეს ორკესტრი ვეგეტარიანული მაღაზიის რეკლამისთვის შექმნა, მათ ბოსტნეულს სრულიად განსხვავებული მისია დააკისრეს.

3

  1. სტალაქტიდების ორღანი

მსოფლიოში უდიდესი ორღანი ვირჯინიაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში მდებარეობს. ერთხელ ლილანდ სპრინკლი სტალაქტიდს თავით დაეჯახა და მიხვდა, რომ გამოქვაბულში შესანიშნავი აკუსტიკა იყო. წლების განმავლობაში გულმოდგინედ შეისწავლა ადგილი და ორღანი ისე განათავსა, რომ მისი ხმა ნებისმიერ წერტილში ისმის. სტალაქტიდებოს ორღანი ელექტრონული კლავიატურით იმართება.

4

  1. შუშის გარმონი

ბენ ფრანკლინმა ეს ინსტრუმენტი ჯერ კიდევ 1761 წელს გამოიგონა.  ბოკალის ხმით შთაგონებულმა შექმნა 37 ბურთი, რომლებიც ერთ თითისტარზეა დამაგრებული. საკმარისია თითისტარი დაატრიალოთ და შუშას შეეხოთ.

5

  1. მუსიკალური სახლი

არქიტექტორმა დევიდ ჰენოელტმა გადაწყვიტა, თავად სახლი ექცია ინსტრუმენტად. ექსპერიმენტული სახლი მიჩიგანის ტბის ნაპირას დგას და აშენებულია, როგორც ძველი ბიზანტიური არფა: ქარი კედლებს შორის ატანს და ოთახში სასიამოვნო მელოდია იბადება.

6

  1. ზევსოფონი

ეს ინსტრუმენტი ბევრ ფილმში გამოიყენება, როგორც სპეცეფექტი. იგი შეიქმნა 2007 წელს დაბალვოლტიანი, მაღალი სიხშირის კოჭებით და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

7

  1. მუსიკალური მავთულხლართი

მევიოლინე ჯონ როუზმა ავსტრალიაში უჩვეულო ინსტრუმენტი შექმნა. მის გამოსაყენებლად მავთულხლართი და ვიოლინოს ხემი ან გიტარის სიმია საჭირო.

8

  1. მომღერალი ხე

ეს ინსტრუმენტი ლანკაშირში, ინგლისში მდებარეობს და ორი არქიტექტორის დაპროექტებულია. ხე სხვადასხვა სიგრძისა და სისქის რუხი ფერის მილებისაგან შედგება, რომლებიც სპირალისებურადაა განლაგებული. როცა ქარი უბერავს, მომღერალი ხის ხმა საკმაოდ შორს ისმის.

9

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ