ყველაზე სიმპატიური დამნაშავე თავისუფალია

239

ჯერემი მიკსი, რომლის დაპატიმრებას 2014 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თავისუფალია. ჯერემიმ ციხეში 27 თვე იარაღის შენახვისთვის გაატარა.

US Weekly-ს განცხადებით,  ყოფილი პატიმარი კალიფორნიაში უკვე რამდენიმე სამოდელო აგენტს შეხვდა. მისი აგენტი, ჯიმ ჯორდანი ადასტურებს, რომ მიკსი 9 მარტს გაათავისუფლეს და ახლა შეუძლია საკუთარი მონაცემები ფულის საშოვნელად გამოიყენოს.

ჯერემი მიკსი 32 წლისაა, დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს. აგენტის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ოჯახში ყველაფერი დალაგდება და მშვიდი ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ