ყველაზე ვიწრო ქუჩა პრაღაში

399

ვინარნა ჩერტოვკა იმდენად ვიწრო ქუჩაა, რომ ორი ადამიანის ერთდროულად მოძრაობა სრულიად წარმოუდგენელია. სპეციალური შუქნიშნის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ, თავისუფალია თუ არა გზა მეორე ბოლომდე.

ორიგინალურობის გამო, ყველა ტურისტი აუცილებლად თვლის, ერთხელ მაინც გაიაროს ქუჩაზე, რომლის სიგანე 70 სანტიმეტრია, სიგრძე კი 10 მეტრამდე.

რესტორნის ,,ჩერტოვკა“ მფლობელი ამბობს, რომ ერთხელ ქუჩაზე გერმანელი ტურისტი გაიჭედა. მომსახურე პერსონალი დახმარებას ცდილობდა, თუმცა საქმე იმდენად გართულდა, რომ საპნის გამოყენება გახდა საჭირო. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ,,ჩერტოვკაში“ ნამდვილად ვერ ისადილებთ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ