სტრესის დაძლევის 5 მარტივი რჩევა

372

სამსახური დამღლელია მაშინაც კი, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებთ. პირადმა პრობლემებმა და სამსახუროებრივმა გამოწვევებმა, შესაძლოა ყველაფერი გაართულოს. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პირადი ცხოვრება სამსახურისგან სრულიად უნდა გამიჯნოთ და თქვენც არწმუნებთ ამაში საკუთარ თავს. ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. შეუძლებელია ადამიანა პირადი და სამსახუროებრივი პრობლემები სრულიად გამიჯნოს ერთმანეთისაგან. თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

  1. იფიქრეთ მხოლოდ იმ საქმეზე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს
    მთელი თვის საქმეზე ფიქრი დამღლელი და დამთრგუნველია. შეუძლებელია ერთი თვის პრობლემებისა და საქმიანობის მოგვარება ერთ დღეში. განსაზღვრეთ მხოლოდ ერთი დღის შესასრულებელი გეგმა. ასე უფრო მარტივად მოაგვარებთ თითოეულ პრობლემას.
  2. ისწავლეთ დროის სწორად გადანაწილება
    როგორ შეიძლება დროის სწორად განაწილება? ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველა ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. როდესაც გადაღლილს კიდევ უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი დროის ფაქტორი დაუძლეველ პრობლემად გეჩვენებათ. ეცადეთ თითოეული საქმე გადაანაწილოთ დროის გარკვეულ „უჯრედში“, ასე უფრო გაგიმარტივდებათ ცხოვრება.
  1. მიეცით გარშემომყოფებს დახმარების საშუალება
    თუკი ოჯახსა და სამსახურში გყავთ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ენდოთ, მიეცით დახმარების საშუალება. ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას საერთოდაც არ გულისხმობს.
  2. განსაზღვრეთ რისი კონტროლი შეგიძლიათ
    ჩვენ ყოველდღიურად დიდ ენერგიას ვხარჯავთ და სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება გაანაწილოთ დრო ისე, რომ განტვირთვაც შეძლოთ.
  1. იზრუნეთ საკუთარ თავზე
    სტრესს ჯანმრთელი ცხოვრების წესი ამცირებს. გამოყავით კვირაში თუნდაც 1 დღე თქვენი სურვილებისთვისა და თავისუფლებისათვის.

 

     მოამზადა
     თამო ლომაშვილმა